ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 52
ქრისტიანული მიძღვნა
-
1. იეჰოვამ დიდებულად
შექმნა ეს სამყარო.
მისია დედამიწა და
ცა უკიდეგანო.
მან მისცა სიცოცხლის სუნთქვა
თავის ხელთ ქმნილებას,
მას ეკუთვნის ქება-დიდება,
ყველას თაყვანისცემა.
-
2. იესოს წყალში ნათლობით
სიმართლე აღსრულდა.
„მოვედი, შენი ნება ვქმნა“,
– მან ლოცვით ღმერთს უთხრა.
და როცა ნათლობის შემდეგ
ის გახდა ცხებული,
მან მორჩილად უთხრა თავის ღმერთს:
„შესრულდეს ნება შენი“.
-
3. იეჰოვა, შენ მოგმართავთ,
ვადიდებთ შენს სახელს,
ჩვენ საკუთარ თავს უარვყოფთ
და გიძღვნით სიცოცხლეს.
შენმა ძემ გამოგვისყიდა
ძალიან დიდ ფასად.
შენთვის ვიცოცხლებთ ან მოვკვდებით
ჩვენი მიძღვნის თანახმად.
(იხილეთ აგრეთვე მათ. 16:24; მარ. 8:34; ლუკ. 9:23)

