ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 48
ყოველდღე ვიაროთ იეჰოვასთან
(მიქა 6:8)
-
1. ძვირფას მამას ხელს ჩავჭიდებთ,
მასთან მოკრძალებულად ვივლით.
ღმერთი უხვ წყალობას ავლენს
მათ მიმართ, ვინც ეძებს მას გულით.
იეჰოვამ სიყვარულით
ხელი გამოგვიწოდა.
მტკიცედ დავდგეთ დღეს მის მხარეს,
თავი მხოლოდ მას მივუძღვნათ.
-
2. აღსასრული კარს მოგვადგა,
სატანაც სულ მეტად მძვინვარებს.
რადგან ბევრი გვემტერება,
ზოგჯერ შიშიც გვეუფლება დღეს.
მაგრამ იეჰოვა გვიცავს,
მაშ, ვიყოთ მასთან ახლოს,
სიყვარულით ვემსახუროთ
და არ დავშორდეთ არასდროს.
-
3. იეჰოვა დახმარებას
გვიწევს ქრისტიანული კრებით,
თავის სიტყვით, წმინდა სულით;
გვამხნევებს, გვისმენს ყურადღებით.
იეჰოვა გვეხმარება,
ჩვენი გზა სწორად განვვლოთ,
ვიყოთ მისი ერთგულები,
მოკრძალებულად ვიაროთ.
(იხილეთ აგრეთვე დაბ. 5:24, 6:9; 1 მეფ. 2:3, 4)

