ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 42
ღვთის მსახურის ლოცვა
-
1. ო, იეჰოვა, დაე დღეს ყველგან
შენს წმინდა სახელს ხალხმა უძღვნას ქება.
განზრახვას ყველას ასრულებ შენ,
ვლოცულობთ შენს სამეფოზე დღეს ჩვენ.
დაე, დედამიწაზე
ღვთის სამეფო მოვიდეს.
-
2. გმადლობთ შენ, ღმერთო, ყოველი დღისთვის,
ძვირფასი, შეუდარებელი ძღვნისთვის.
ხარ წყარო სინათლის, სიცოცხლის,
გამჭრიახობის, სიბრძნის და ცოდნის.
გვსურს, რომ მუდამ გმადლობდეთ
და შენ განგადიდებდეთ.
-
3. ჩვენ განსაცდელებს ყოველდღე ვხვდებით,
გვანუგეშებ, შემოგყურებთ იმედით.
გვსურს, ჩვენი ტვირთი შენ მოგანდოთ.
მოგვეცი ძალა, რომ გემსახუროთ.
დაგვეხმარე, რათა ჩვენ
აღთქმის ერთგულნი დავრჩეთ.
(იხილეთ აგრეთვე ფსალმ. 36:9; 50:14; იოან. 16:33; იაკ 1:5)

