ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 39

მოვიპოვოთ კარგი სახელი ღვთის თვალში

მოვიპოვოთ კარგი სახელი ღვთის თვალში

(ეკლესიასტე 7:1)

  1. 1. მთელი სიცოცხლე გული დავიბრძენოთ,

    ღვთის კანონები მუდამ შევიხსენოთ.

    ყოველდღე ვფიქრობდეთ, ყოველთვის ვცდილობდეთ,

    ვისწავლოთ მეტი, ღმერთს ვიცნობდეთ.

  2. 2. ქება-დიდება, სახელი, სიმდიდრე,

    ქონებით ხიბლი გვიკარგავს სიფხიზლეს.

    იეჰოვა ელის, ვიყოთ თავმდაბლები,

    გვახსოვდეს მისი განზრახვები.

  3. 3. სახელი კარგი თუ გვაქვს ღვთის წინაშე,

    ვართ ბედნიერი, მივყვებით „სინათლეს“.

    ნდობით სავსე გულით „დიდებულ ხსნას“ ველით,

    ამ გზაზე ვრჩებით მოთმინებით.