ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 21
უპირველესად ვეძებოთ სამეფო
-
1. იეჰოვას სიხარულს ჰგვრის
და ძვირფასია მისთვის
ქრისტე იესოს სამეფო,
რაც პრობლემებს აღმოფხვრის.
(ᲛᲘᲡᲐᲛᲦᲔᲠᲘ)
უპირველესად ვეძებოთ
იეჰოვას სამეფო.
ვემსახუროთ მთელი გულით,
მას ხალხებში ვუმღეროთ.
-
2. ნუ ვიწუხებთ ხვალინდელზე,
საჭმელზე ან სასმელზე.
თუ სამეფოს ვუერთგულებთ,
ღმერთი იზრუნებს ჩვენზე.
(ᲛᲘᲡᲐᲛᲦᲔᲠᲘ)
უპირველესად ვეძებოთ
იეჰოვას სამეფო.
ვემსახუროთ მთელი გულით,
მას ხალხებში ვუმღეროთ.
-
3. სამეფოს შესახებ ცნობით
ღირსეულთ დაეხმარეთ,
რომ იმედი დაამყარონ
მხოლოდ იეჰოვაზე.
(ᲛᲘᲡᲐᲛᲦᲔᲠᲘ)
უპირველესად ვეძებოთ
იეჰოვას სამეფო.
ვემსახუროთ მთელი გულით,
მას ხალხებში ვუმღეროთ.
(იხილეთ აგრეთვე ფსალმ. 27:14; მათ. 6:34; 10:11, 13; 1 პეტ. 1:21)

