ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 147
ღმერთი მარადიულ სიცოცხლეს გვპირდება
-
1. სიცოცხლე მარადიული,
ტკბილი და ბედნიერი,
მომავალი დიდებული
ჩვენ ყველას წინ გველის!
(ᲛᲘᲡᲐᲛᲦᲔᲠᲘ)
გვსურს, ვიცოცხლოთ მარად,
ღირს ლოდინი ამად.
ღმერთს ვუმღერებთ ერთხმად,
მას ვუძღვნით ქებას.
-
2. გასრულყოფილდება ყველა,
მშვიდობა დამყარდება.
მთელი დედამიწა მალე
სამოთხედ იქცევა.
(ᲛᲘᲡᲐᲛᲦᲔᲠᲘ)
გვსურს, ვიცოცხლოთ მარად,
ღირს ლოდინი ამად.
ღმერთს ვუმღერებთ ერთხმად,
მას ვუძღვნით ქებას.
-
3. მალე მწუხარებას, ტკივილს
შეცვლის თბილი გრძნობები.
მკვდრეთით აღდგომის დროც მოვა,
ცრემლს შეგვაშრობს ღმერთი.
(ᲛᲘᲡᲐᲛᲦᲔᲠᲘ)
გვსურს, ვიცოცხლოთ მარად,
ღირს ლოდინი ამად.
ღმერთს ვუმღერებთ ერთხმად,
მას ვუძღვნით ქებას.
(იხილეთ აგრეთვე ეს. 25:8; ლუკ. 23:43; იოან. 11:25; გამოცხ. 21:4)

