ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 145

ღვთის მიერ დაპირებული სამოთხე

ღვთის მიერ დაპირებული სამოთხე

(ლუკა 23:43)

  1. 1. დაგვპირდა ჩვენ ღმერთი სამოთხეს,

    როცა ქრისტე იმმართველებს;

    იმ დროს ყველგან წაშლის კვალს ცოდვის,

    მოსპობს სიკვდილს, ტკივილს და ცრემლს.

    (ᲛᲘᲡᲐᲛᲦᲔᲠᲘ)

    რწმენის თვალით ვხედავთ უკვე

    დაპირებულ სამოთხეს ჩვენ.

    ქრისტე მალე შეასრულებს

    ღვთის ნებას და მის განზრახვებს.

  2. 2. მალე ღვთის ძე დედამიწაზე

    გააცოცხლებს გარდაცვლილებს,

    „სამოთხეში იქნები ჩემთან“, –

    ეს წარმოთქვა თავად ქრისტემ.

    (ᲛᲘᲡᲐᲛᲦᲔᲠᲘ)

    რწმენის თვალით ვხედავთ უკვე

    დაპირებულ სამოთხეს ჩვენ.

    ქრისტე მალე შეასრულებს

    ღვთის ნებას და მის განზრახვებს.

  3. 3. უფალი დღეს სიმართლით მეფობს,

    დაგვპირდა ის სამოთხის ბაღს.

    ჩვენ ყოველდღე ჩვენს მამას ვმადლობთ,

    მთელი გულით ვუმღერით მას.

    (ᲛᲘᲡᲐᲛᲦᲔᲠᲘ)

    რწმენის თვალით ვხედავთ უკვე

    დაპირებულ სამოთხეს ჩვენ.

    ქრისტე მალე შეასრულებს

    ღვთის ნებას და მის განზრახვებს.

(იხილეთ აგრეთვე მათ. 5:5; 6:10; იოან. 5:28, 29)