ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 144

იხილავ საოცარ მომავალს

იხილავ საოცარ მომავალს

(2 კორინთელები 4:18)

  1. 1. მალე მოვა დრო სიხარულის,

    ვიმღერებთ ერთად ჟრიამულით.

    სიცოცხლით იქ ყველა დატკბება,

    ტკივილი წარსულს გაჰყვება.

    სიკვდილმა ვისაც დაგვაშორა,

    შევხვდებით და გულში ჩავიკრავთ.

    (ᲛᲘᲡᲐᲛᲦᲔᲠᲘ)

    აგვიხდენს მალე ღმერთი ნატვრას,

    ნახავ საოცარ მომავალს.

  2. 2. შენი თვალით ნახავ სამოთხეს,

    გულში ლომს და დათვს ჩაიხუტებ.

    გული შიშს აღარ გაიკარებს,

    ვერვის ნახავ სევდით სავსეს.

    მაშინ ცუდს არვინ გაიხსენებს,

    შეაშრობს ღმერთი ყველას ცრემლებს.

    (ᲛᲘᲡᲐᲛᲦᲔᲠᲘ)

    აგვიხდენს მალე ღმერთი ნატვრას,

    ნახავ საოცარ მომავალს.

(მიხილეთ აგრეთვე ეს. 11:6–9; 35:5–7; იოან. 11:24)