ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 133
ახალგაზრდებო, ემსახურეთ იეჰოვას
-
1. ჩვენ, ახალგაზრდები, ვუყვარვართ ღმერთს.
ვუძღვნით მას ჩვენს საუკეთესო წლებს.
ზრუნვას და სითბოს ის არ მოგვაკლებს
და ჩვენთვის არაფერს დაიშურებს.
-
2. მზრუნველ და ძვირფას მშობლებს პატივს ვცემთ,
შრომას და სიყვარულს სულ ვუფასებთ.
ღმერთთან და ხალხთან ვიქმნით სახელს კარგს
და ვუახლოვდებით იეჰოვას.
-
3. ცხოვრების გზაზე ღმერთს ემსახურე
და ჭეშმარიტება შეიყვარე.
ყოველდღე მასთან ერთად იარე,
გჯეროდეს, გულს ძლიერ გაუხარებ.
(იხილეთ აგრეთვე ფსალმ. 71:17; გოდ. 3:27; ეფეს. 6:1–3)

