ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 132

ახლა ჩვენ ერთნი ვართ

ახლა ჩვენ ერთნი ვართ

(დაბადება 2:23, 24)

  1. 1. ერთნი ვართ ჩვენ, დღეს მე და შენ

    სიყვარულით გავერთიანდით.

    გვიბოძა ღმერთმა ეს ძღვენი,

    დაგვერქვა ოჯახი.

    განუზომელ სიყვარულს ვგრძნობ

    და ამ გრძნობას, მჯერა, არ დავთმობ.

    აღთქმა დავდეთ ერთგულების

    ჩვენი ღვთის წინაშე.

    ვავედრებ ამ ერთობას ჩვენს ღმერთს;

    ვთხოვ ღვთიურ სიბრძნეს,

    გავუფრთხილდეთ ერთმანეთს!

    ვხარობთ ერთად მსახურებით,

    ზეციერი ღვთის განდიდებით.

    იეჰოვას უზენაესს

    მივაგებთ დიდ პატივს მარად!

(იხილეთ აგრეთვე დაბ. 29:18; ეკლ. 4:9, 10; 1 კორ. 13:8)