ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 124
მუდამ ერთგულები
-
1. იეჰოვას ერთგულები
მუდამ ვიცავთ მის მცნებებს.
მას სიცოცხლე მივუძღვენით,
ურყევად შევიყვარეთ.
მისი რჩევა-დარიგება
მიგვიძღვის სიცოცხლისკენ,
ერთგულია ჩვენი ღმერთი
სიყვარულს იმსახურებს.
-
2. ვუერთგულებთ ძვირფას და-ძმებს,
მზრუნველ ხელს მათ გავუწვდით.
გულს ავივსებთ თანაგრძნობით,
კეთილად მოვეპყრობით.
ვცდილობთ, მუდამ სიტყვით, საქმით
ვავლენდეთ სიყვარულს წრფელს,
მათ გვერდით ვართ გასაჭირში,
დრო უფრო გვაახლოებს.
-
3. როცა ძმები გვარიგებენ,
რჩევით გვიკვალავენ გზას.
ვუსმენთ მთელი გულისყურით,
ვუმტკიცებთ ერთგულებას.
იეჰოვა დაგვიფასებს
წრფელ და ურყევ სიყვარულს.
არ იშურებს უხვ კურთხევებს,
და არ გვაკლებს სიხარულს.
(იხილეთ აგრეთვე ფსალმ. 149:1; 1 ტიმ. 2:8; ებრ. 13:17)

