ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 105
„ღმერთი სიყვარულია“
-
1. ღმერთი სიყვარულია, ის
გვიხმობს: ჩემს გზას მიჰყევით.
ღვთის და მოძმის სიყვარულით
ვავლენთ სიკეთეს საქმით.
ეს გვაძლევს ჩვენ სიცოცხლის აზრს,
რასაც ვესწრაფვით ყველა.
ქრისტეს მსგავსი სიყვარული
არასოდეს ჩაქრება.
-
2. ჭეშმარიტებით აღძრულნი,
სიყვარულით ვმოქმედებთ.
მისი ძალა გვეხმარება,
თუ დავეცით, წამოვდგეთ.
სიყვარული წმინდაა და
უძლებს მრავალ განსაცდელს.
სიყვარულში გავიზარდოთ
და მას მუდამ ვავლენდეთ.
-
3. გულში წყენა არ ჩავიდოთ,
დავივიწყოთ, თორემ გვძლევს.
მივენდოთ ღმერთს, რომ გვატაროს,
მივყვეთ მის მითითებებს.
ღვთისა და მოყვასის მიმართ
სიყვარულით აღვივსოთ;
და ეს თბილი, ნაზი გრძნობა
მუდამ გამოვავლინოთ.
(იხილეთ აგრეთვე მარ. 12:30, 31; 1 კორ. 12:31–13:8; 1 იოან. 3:23)

