პეტრეს მეორე წერილი 2:1—22

  • ცრუმასწავლებლების გამოჩენა (1—3).

  • ცრუმასწავლებლებს სასჯელი არ ასცდებათ (4—10ა).

    • ანგელოზების ჩაყრა ტარტაროზში (4).

    • წარღვნა; სოდომი და გომორა (5—7).

  • ცრუმასწავლებლების დახასიათება (10ბ—22).

2  ისრაელშიც იყვნენ ცრუწინასწარმეტყველები და თქვენშიც იქნებიან ცრუმასწავლებლები.+ სწორედ ისინი შემოაპარებენ დამღუპველ სექტანტობას, უარყოფენ თავიანთ პატრონს,+ რომელმაც იყიდა ისინი, და თავს დაიღუპავენ. 2  ბევრი აჰყვება მათ თავაშვებულობაში*+ და მათ გამო ჭეშმარიტების გზა დაიგმობა.+ 3  ამასთანავე, სიხარბით შეპყრობილნი მოგატყუებენ და გამოგიყენებენ; მათთვის დიდი ხნის წინათ გამოტანილი განაჩენი+ არ აყოვნებს და მათი დაღუპვა გარდაუვალია.+ 4  ღმერთმა შემცოდველი ანგელოზები არ დაინდო,+ ჩაყარა ტარტაროზში*,+ უკუნეთის ბორკილებით შეკრა* და გასასამართლებლად დატოვა.+ 5  მან არც ძველად დაინდო ქვეყნიერება,+ თუმცა სიმართლის მქადაგებელი ნოე+ და კიდევ შვიდი კაცი გადაარჩინა,+ როცა უღვთოთა ქვეყნიერებას წარღვნა დაატეხა.+ 6  ღმერთმა სოდომსა და გომორასაც დასდო მსჯავრი და ფერფლად აქცია,+ რითაც უღვთოებს აჩვენა, თუ რა ელით მომავალში,+ 7  უღვთოთა თავაშვებულობით* გაწამებული მართალი ლოტი+ კი დაიხსნა 8  (მათ გვერდით მცხოვრები ეს მართალი კაცი ყოველდღე იტანჯებოდა იმ უკანონო საქმეების გამო, რასაც ხედავდა და იგებდა). 9  ასე რომ, იცის იეჰოვამ*, როგორ დაიხსნას განსაცდელისგან ერთგულები,+ უმართლოები კი გასამართლების დღისთვის დატოვოს და გაანადგუროს,+ 10  განსაკუთრებით კი ისინი, ვინც სხვების წაბილწვას ცდილობენ+ და უფლებამოსილთ არად აგდებენ.+ თავხედები და თავნებები არიან და ურცხვად გმობენ დიდებით მოსილთ, 11  ანგელოზები კი, რომლებიც მათზე ძალითა და ძლიერებით აღმატებულნი არიან, იეჰოვასადმი* პატივისცემის გამო არ სდებენ ბრალს მათ შეურაცხმყოფელი სიტყვებით.+ 12  ისინი ინსტინქტებით მოქმედი, დასაჭერად და გასანადგურებლად დაბადებული უგუნური ცხოველებივით არიან; გმობენ იმას, რაც არ გაეგებათ.+ ბოროტებას სჩადიან, რის გამოც განადგურება არ ასცდებათ; 13  უკეთურობის სანაცვლოდ უკეთურობას მოიმკიან. დღისითაც კი განცხრომას ეძლევიან.+ დალაქავებულნი და დადაღულნი არიან და სიამოვნებას ანიჭებთ, ნადიმებზე თავიანთ მცდარ შეხედულებებს რომ გახვევენ თავს.+ 14  მუდამ მრუშობაზე უჭირავთ თვალი,+ ცოდვის ჩადენისგან თავს ვერ იკავებენ და სუსტი ნებისყოფის მქონეთ აცდუნებენ. გულხარბნი და დაწყევლილნი არიან. 15  სწორ გზას ასცდნენ და მცდარ გზას დაადგნენ. ბალაამის,+ ბეორის ძის, კვალს გაჰყვნენ, რომელიც უკეთურობის საზღაურს დახარბდა,+ 16  მაგრამ მხილებულ იქნა არასწორ საქციელში.+ ადამიანივით ალაპარაკდა პირუტყვი და ალაგმა წინასწარმეტყველის სიგიჟე.+ 17  ისინი დამშრალი წყაროებივით და ძლიერი ქარისგან გატაცებული ღრუბლებივით არიან. წყვდიადია მათთვის შემონახული.+ 18  ისინი მაღალფარდოვანი, ფუჭი სიტყვებით ლაპარაკობენ; ხორციელ სურვილებს+ აღუძრავენ მათ, ვინც ეს-ესაა ჩამოშორდა მცდარი გზით მავალთ,+ და თავიანთი თავაშვებულობით* აცდუნებენ. 19  მათ თავისუფლებას ჰპირდებიან, არადა, თავად გახრწნილების მონები არიან,+ რადგან ვინც ვისგანაა ძლეული, მისივე მონაა.+ 20  თუ ისინი უფლისა და მხსნელის, იესო ქრისტეს შესახებ საფუძვლიანი ცოდნის წყალობით ქვეყნიერების სიბილწისგან თავის დაღწევის შემდეგ+ კვლავ ეფლობიან მასში და მის მიერ არიან ძლეულნი, მათი მდგომარეობა პირვანდელზე უარესია.+ 21  მათთვის უკეთესი იქნებოდა, საერთოდ არ შეეცნოთ სიმართლის გზა, ვიდრე შეეცნოთ და შემდეგ ზურგი ექციათ მათთვის გადაცემული წმინდა მცნებისთვის.+ 22  მათზე გამართლდა ერთი ანდაზა: „ძაღლი თავის ნარწყევს უბრუნდება, დაბანილი ღორი კი ტალახში საგორაოდ მიდის“.+

სქოლიოები

ბერძნ. „ასელგია“. იხ. „ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“.
ან შესაძლოა: „ჯურღმულებში ჩაყარა“.
ბერძნ. „ასელგია“. იხ. „ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“.
ბერძნ. „ასელგია“. იხ. „ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“.