მატიანე — წიგნი პირველი 25:1—31

  • მუსიკოსები და მგალობლები (1—31).

25  დავითმა და ჯგუფების ზედამხედველებმა გამოარჩიეს ასაფის, ჰემანისა და იედუთუნის+ ზოგი ვაჟი, რომლებსაც წინწილების,+ ქნარებისა თუ სხვა სიმებიანი საკრავების+ თანხლებით უნდა ეწინასწარმეტყველათ. აი მათი ჩამონათვალი, ვინც დანიშნეს ამგვარი მსახურების შესასრულებლად: 2  ასაფის ვაჟთაგან — ზაქური, იოსები, ნეთანია და ასარელა; მათ თავიანთი მამა, ასაფი, უწევდა ზედამხედველობას, რომელიც მეფის ხელმძღვანელობით წინასწარმეტყველებდა; 3  იედუთუნის+ ვაჟთაგან — გედალია, ცერი, იეშაია, შიმეი, ხაშაბია და მათითია+ — ექვსნი; მათ თავიანთი მამა, იედუთუნი, ზედამხედველობდა, რომელიც ქნარის თანხლებით წინასწარმეტყველებდა, და მადლობდა და ადიდებდა იეჰოვას;+ 4  ჰემანის+ ვაჟთაგან — ბუკია, მათანია, უზიელი, შებუელი, იერიმოთი, ხანანია, ხანანი, ელიათა, გიდალთი, რომამთი-ეზერი, იოშბეკაშა, მალოთი, ჰოთირი და მახაზიოთი. 5  ესენი მეფის წინასწარმხილველის, ჰემანის, ვაჟები იყვნენ, რომელიც ღვთის სიტყვას აცხადებდა მის განსადიდებლად*. ღმერთმა ჰემანს 14 ვაჟი და 3 ასული უბოძა. 6  ყველანი თავიანთი მამის ხელმძღვანელობით გალობდნენ იეჰოვას კარვის წინ წინწილების, ქნარებისა+ თუ სხვა სიმებიანი საკრავების თანხლებით, და ასე უსრულებდნენ ღმერთს მსახურებას. თავად ასაფს, იედუთუნსა და ჰემანს კი მეფე ხელმძღვანელობდა. 7  მათი და მათი მოძმეების რიცხვი, რომლებიც განსწავლული და დახელოვნებული მგალობლები იყვნენ და იეჰოვას უგალობდნენ, 288-ს შეადგენდა; 8  დიდმა თუ პატარამ, გაწაფულმა თუ გაუწაფავმა, წილისყრით+ დაინაწილეს მოვალეობები. 9  პირველი წილი ერგო იოსებს+ ასაფის ვაჟებიდან, მეორე — გედალიას,+ მის ძმებსა და ვაჟებს, 12 კაცს; 10  მესამე — ზაქურს,+ მის ვაჟებსა და მის ძმებს, 12 კაცს; 11  მეოთხე — იცრის, მის ვაჟებსა და მის ძმებს, 12 კაცს; 12  მეხუთე — ნეთანიას,+ მის ვაჟებსა და მის ძმებს, 12 კაცს; 13  მეექვსე — ბუკიას, მის ვაჟებსა და მის ძმებს, 12 კაცს; 14  მეშვიდე — იეშარელას, მის ვაჟებსა და მის ძმებს, 12 კაცს; 15  მერვე — იეშაიას, მის ვაჟებსა და მის ძმებს, 12 კაცს; 16  მეცხრე — მათანიას, მის ვაჟებსა და მის ძმებს, 12 კაცს; 17  მეათე — შიმეის, მის ვაჟებსა და მის ძმებს, 12 კაცს; 18  მეთერთმეტე — აზარელს, მის ვაჟებსა და მის ძმებს, 12 კაცს; 19  მეთორმეტე — ხაშაბიას, მის ვაჟებსა და მის ძმებს, 12 კაცს; 20  მეცამეტე — შუბაელს,+ მის ვაჟებსა და მის ძმებს, 12 კაცს; 21  მეთოთხმეტე — მათითიას, მის ვაჟებსა და მის ძმებს, 12 კაცს; 22  მეთხუთმეტე — იერემოთს, მის ვაჟებსა და მის ძმებს, 12 კაცს; 23  მეთექვსმეტე — ხანანიას, მის ვაჟებსა და მის ძმებს, 12 კაცს; 24  მეჩვიდმეტე — იოშბეკაშას, მის ვაჟებსა და მის ძმებს, 12 კაცს; 25  მეთვრამეტე — ხანანის, მის ვაჟებსა და მის ძმებს, 12 კაცს; 26  მეცხრამეტე — მალოთის, მის ვაჟებსა და მის ძმებს, 12 კაცს; 27  მეოცე — ელიათას, მის ვაჟებსა და მის ძმებს, 12 კაცს; 28  ოცდამეერთე — ჰოთირს, მის ვაჟებსა და მის ძმებს, 12 კაცს; 29  ოცდამეორე — გიდალთის,+ მის ვაჟებსა და მის ძმებს, 12 კაცს; 30  ოცდამესამე — მახაზიოთს,+ მის ვაჟებსა და მის ძმებს, 12 კაცს; 31  ოცდამეოთხე — რომამთი-ეზერს,+ მის ვაჟებსა და მის ძმებს, 12 კაცს.

სქოლიოები

სიტყვასიტყვით — „მისი რქის ასაწევად“; იხ. „რქა“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).