მატიანე — წიგნი პირველი 14:1—17

  • დავითის მეფობის განმტკიცება (1, 2).

  • დავითის სახლეულობა (3—7).

  • ფილისტიმელთა დამარცხება (8—17).

14  ტვიროსის მეფე ხირამმა+ მაცნეები გაუგზავნა დავითს, აგრეთვე კედრის მორები, კალატოზები და დურგლები მისთვის სასახლის ასაშენებლად.+ 2  მიხვდა დავითი, რომ იეჰოვამ განამტკიცა მისი მეფობა ისრაელში,+ რადგან დიდად აღაზევა იგი თავისი ხალხის, ისრაელის გულისთვის.+ 3  იერუსალიმშიც მოიყვანა დავითმა ცოლები+ და კიდევ შეეძინა ვაჟები და ასულები.+ 4  იერუსალიმში მას შეეძინა:+ შამუა, შობაბი, ნათანი,+ სოლომონი,+ 5  იბხარი, ელიშუა, ელფელეტი, 6  ნოგა, ნეფეგი, იაფია, 7  ელიშამა, ბეელიადა და ელიფელეტი. 8  გაიგეს ფილისტიმელებმა, რომ ისრაელის მეფედ სცხეს დავითი+ და წავიდნენ მასთან შესაბრძოლებლად.+ როცა დავითმა ეს ამბავი შეიტყო, მათთან საბრძოლველად გაემართა. 9  მოვიდნენ ფილისტიმელები და რეფაიმის ველზე დაიწყეს თარეში.+ 10  დაეკითხა დავითი ღმერთს: „შევებრძოლო ფილისტიმელებს? ჩამიგდებ მათ ხელში?“ იეჰოვამ მიუგო: „შეებრძოლე, ხელში ჩაგიგდებ მათ!“+ 11  მივიდა დავითი ბაალ-ფერაციმში+ და გაანადგურა ისინი. მაშინ თქვა დავითმა, ღმერთმა ისე გაარღვია ჩემი ხელით ჩემი მტრის რიგები, როგორც წყალი არღვევსო ზღუდეს. ამიტომაც უწოდეს იმ ადგილს ბაალ-ფერაციმი*. 12  იქ დატოვეს ფილისტიმელებმა თავიანთი კერპები, დავითის ხალხმა კი მისი ბრძანებით ცეცხლს მისცა ისინი.+ 13  მოგვიანებით კვლავ გავიდნენ ფილისტიმელები სათარეშოდ იმავე ველზე.+ 14  ისევ დაეკითხა დავითი ღმერთს, ღმერთმა კი მიუგო: „პირისპირ ნუ შეებმები, ზურგიდან მოუარე და ბაქა-ბუჩქებთან* დაესხი თავს.+ 15  როცა ბაქა-ბუჩქების კენწეროებიდან ისეთი ხმა შემოგესმება, თითქოს ლაშქარი მოდისო, მაშინვე შეუტიე, რადგან ღმერთი წაგიძღვება ფილისტიმელთა ლაშქრის გასანადგურებლად“.+ 16  დავითიც ღვთის ბრძანებისამებრ მოიქცა+ და გაბაონიდან გეზერამდე+ მუსრავდა ფილისტიმელთა ჯარს. 17  საქვეყნოდ გაითქვა სახელი დავითმა და იეჰოვამ ყველა ერს მისი შიში მოჰგვარა.+

სქოლიოები

ნიშნავს „გარღვევის ბატონს“.
„ბაქა“ ებრაული სიტყვის ტრანსლიტერაციაა, რომლის მნიშვნელობაც უცნობია.