მატიანე — წიგნი პირველი 10:1—14

  • საულისა და მისი ვაჟების სიკვდილი (1—14).

10  შეებრძოლნენ ფილისტიმელები ისრაელებს. უკუიქცნენ ისრაელები და მრავალი დაეცა გილბოას მთაზე.+ 2  დაეწივნენ ფილისტიმელები საულსა და მის ვაჟებს და დახოცეს საულის ვაჟები: იონათანი, აბინადაბი და მალქი-შუა.+ 3  სასტიკი ბრძოლა გაუმართეს საულს. დაინახეს იგი მშვილდოსნებმა და დაჭრეს.+ 4  მაშინ საულმა თავის საჭურველთმტვირთველს უთხრა: „იშიშვლე მახვილი და გამიყარე, რომ ეს წინადაუცვეთელები არ მოვიდნენ და უმოწყალოდ+ არ მომექცნენ“. არ უნდოდა მის საჭურველთმტვირთველს ამის გაკეთება, რადგან ძალიან ეშინოდა. ამიტომ საულმა თვითონ აიღო მახვილი და ზედ დაეგო.+ 5  როცა დაინახა საჭურველთმტვირთველმა, რომ მოკვდა საული, თვითონაც ზედ დაეგო თავის მახვილს და მოკვდა. 6  ერთად დაიხოცნენ საული, მისი სამი ვაჟი და ყველა, ვინც მასთან ერთად იყო მისი სახლეულობიდან.+ 7  როცა დაინახეს ბარში მცხოვრებმა ისრაელებმა, რომ ყველა უკუიქცა და დაიხოცნენ საული და მისი ვაჟები, თვითონაც დატოვეს ქალაქები და გაიქცნენ. მივიდნენ ფილისტიმელები და დაეპატრონნენ იმ ქალაქებს. 8  მეორე დღეს, როცა ფილისტიმელები დახოცილთა გასაძარცვად მივიდნენ, საული და მისი ვაჟები გილბოას მთაზე ნახეს დახოცილები.+ 9  გაძარცვეს ის, თავი მოჰკვეთეს, წაიღეს მისი საჭურველი და დაგზავნეს მაცნეები ფილისტიმელთა მთელ მიწაზე, რომ ეს ამბავი საკერპოებსა+ თუ ხალხში გაევრცელებინათ. 10  მისი საჭურველი თავიანთი ღვთის ტაძარში დადეს, მისი თავის ქალა კი დაგონის საკერპოში ჩამოკიდეს.+ 11  როდესაც გაიგეს გალაადის იაბეშის+ მკვიდრებმა ყველაფერი, რაც ფილისტიმელებმა საულის ცხედარს დამართეს,+ 12  ადგა ყველა მებრძოლი, წამოიღეს საულისა და მისი ვაჟების გვამები, მიიტანეს იაბეშში, იქვე, დიდი ხის ქვეშ დამარხეს მათი ძვლები+ და შვიდი დღე იმარხულეს. 13  იეჰოვასადმი ორგულობის გამო მოკვდა საული, რადგან არ დაემორჩილა იეჰოვას;+ მან სულების გამომძახებელსაც მიმართა,+ 14  ნაცვლად იმისა, რომ იეჰოვას დაჰკითხვოდა. ამიტომაც აღარ აცოცხლა იგი ღმერთმა და მეფობა დავითს, იესეს ძეს, გადასცა.+

სქოლიოები