პირველი წერილი კორინთელების მიმართ 6:1—20

  • ძმები სასამართლოში უჩივიან ერთმანეთს (1—8).

  • ვინ ვერ დაიმკვიდრებს ღვთის სამეფოს (9—11).

  • „განადიდეთ ღმერთი თქვენი სხეულით!“ (12—20).

    • „ნუ ჩაიდენთ გარყვნილებას!“ (18).

6  როცა ვინმესთან სადავო გაქვთ რამე,+ როგორ ბედავთ, რომ სასამართლოში ურწმუნო მოსამართლეებთან უჩივით მას და არა წმინდებთან?! 2  განა არ იცით, რომ ქვეყნიერებას წმინდები გაასამართლებენ?!+ და, თუკი უმნიშვნელო საქმეები ვერ მოგიგვარებიათ, ქვეყნიერება როგორღა უნდა გაასამართლოთ?! 3  განა არ იცით, რომ ანგელოზებს გავასამართლებთ?!+ მაშ, ცხოვრებისეული საკითხების მოგვარება რაღა გახდა?! 4  და ცხოვრებისეული საკითხების მოსაგვარებლად,+ როგორ ჩივით მათთან, ვინც კრებისთვის არაფერს წარმოადგენენ?! 5  თქვენ შესარცხვენად ვამბობ ამას! ნუთუ არავინ არის თქვენში ბრძენი, რომ ძმებს შორის დავა მოაგვაროს?! 6  თქვენ კი სასამართლოში უჩივით ერთმანეთს, თანაც ურწმუნოებთან! 7  ერთმანეთს რომ უჩივით სასამართლოში, ეს უკვე თქვენი მარცხია. რატომ არ არჩევთ, რომ აიტანოთ უსამართლობა?!+ რატომ არ არჩევთ, რომ მოტყუებულნი დარჩეთ?! 8  თქვენ კი თქვენივე ძმებს ექცევით უსამართლოდ და ცდილობთ, რამე გამოსტყუოთ! 9  ნუთუ არ იცით, რომ უმართლოები ღვთის სამეფოს ვერ დაიმკვიდრებენ?!+ თავს ნუ მოიტყუებთ: ვერც მეძავები*,+ ვერც კერპთაყვანისმცემლები,+ ვერც მრუშები,+ ვერც მამათმავლები*,+ 10  ვერც ქურდები, ვერც ხარბები,+ ვერც ლოთები,+ ვერც მლანძღველები და ვერც გამომძალველები ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სამეფოს!+ 11  ასეთი იყო ზოგიერთი თქვენგანი, მაგრამ განიბანეთ,+ განიწმინდეთ+ და ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს, სახელით და ჩვენი ღვთის სულით მართლებად ჩაითვალეთ.+ 12  ყველაფერი ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი სასარგებლო როდია.+ ყველაფერი ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ არაფერს დავემონები. 13  საჭმელი მუცლისთვის არის, ხოლო მუცელი — საჭმლისთვის, მაგრამ ღმერთი ბოლოს მოუღებს ერთსაც და მეორესაც.+ სხეული გარყვნილებისთვის* კი არ არის, არამედ უფლისთვის,+ უფალი კი — სხეულისთვის. 14  ღმერთმა აღადგინა უფალი+ და ჩვენც აღგვადგენს მკვდრეთით+ თავისი ძალით.+ 15  განა არ იცით, რომ თქვენი სხეულები ქრისტეს სხეულის ნაწილებია?!+ განა ვაქცევ ქრისტეს სხეულის ნაწილს მეძავის სხეულის ნაწილად?! არამც და არამც! 16  ნუთუ არ იცით, რომ, თუ ვინმე მეძავთან ამყარებს კავშირს, ისინი ერთი ხორცი ხდებიან?! ვინაიდან დაწერილია: „ორნი ერთი ხორცი იქნებიან“.+ 17  მაგრამ, თუ ვინმე უფალთან ერთიანდება, ის და უფალი ერთსულოვანნი ხდებიან.+ 18  ამიტომ ნუ ჩაიდენთ* გარყვნილებას*!+ ნებისმიერი სხვა ცოდვა, რომელსაც ადამიანი სჩადის, მის სხეულს არ ბღალავს; ის კი, ვინც გარყვნილებას სჩადის, საკუთარ სხეულს ბღალავს.+ 19  ნუთუ არ იცით, რომ თქვენი სხეული ტაძარია+ თქვენში მყოფი წმინდა სულისთვის, ღვთისგან რომ მიიღეთ?!+ თანაც, საკუთარ თავს არ ეკუთვნით,+ 20  რადგან დიდ ფასად ხართ ნაყიდნი.+ ამიტომ განადიდეთ ღმერთი+ თქვენი სხეულით!+

სქოლიოები

იხ. „სექსუალური უზნეობა“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
აქ ბერძნულში გამოყენებულია ორი სხვადასხვა სიტყვა, რომელთაგანაც პირველი აღნიშნავს პასიური როლის შემსრულებელ, მეორე კი — აქტიური როლის შემსრულებელ ჰომოსექსუალისტს.
ბერძნ. „პორნია“. იხ. „სექსუალური უზნეობა“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
ბერძნ. „პორნია“. იხ. „სექსუალური უზნეობა“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
სიტყვასიტყვით — „გაექეცით“.