პირველი წერილი კორინთელების მიმართ 4:1—21

  • მმართველები ერთგულები უნდა იყვნენ (1—5).

  • ქრისტეს მიმდევრები თავმდაბლები უნდა იყვნენ (6—13).

    • „არ გადახვიდეთ დაწერილს“ (6).

    • „სანახაობად ვიქეცით ქვეყნიერებისთვის“ (9).

  • პავლე ზრუნავს თავის სულიერ შვილებზე (14—21).

4  ჩვენ ქრისტეს მსახურებად და ღვთის წმინდა საიდუმლოთა+ მმართველებად უნდა მიგვიჩნევდნენ,  მმართველებს კი ერთგულება მოეთხოვებათ.  ჩემთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს, თქვენ განმსჯით თუ კაცთა სამსჯავრო, მე თვითონაც კი არ განვსჯი საკუთარ თავს,  სინდისი კი სუფთა მაქვს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მართალი ვარ, ვინაიდან იეჰოვაა* ჩემი განმსჯელი.+  ამიტომ ნურავის გაასამართლებთ+ დროზე ადრე, უფლის მოსვლამდე. ის გამოააშკარავებს ბნელში დაფარულს და გაამჟღავნებს ხალხთა გულის ზრახვებს, და მაშინ მიიღებს თითოეული კუთვნილ დიდებას ღვთისგან.+  ძმებო, ამ ყველაფერს ჩემი და აპოლოსის+ მაგალითზე გწერთ თქვენ სასიკეთოდ, რათა ისწავლოთ ჩვენგან ეს წესი: „არ გადახვიდეთ დაწერილს“, რომ არ გაყოყოჩდეთ+ და ერთი ძმა მეორეზე მაღლა არ დააყენოთ.  ვისი დამსახურებაა, სხვისგან რომ განსხვავდები?! რა გაქვს ისეთი, რაც არ მიგიღია?!+ და, თუ მიიღე, მაშ, რატომ იკვეხნი, თითქოსდა შენით გქონდეს?!  უკვე მიიღეთ ყველაფერი, რაც გინდოდათ? უკვე გამდიდრდით? ჩვენ გარეშე გამეფდით?+ ნეტავ მართლა გამეფებულიყავით, რომ ჩვენც გვემეფა თქვენთან ერთად.+  ვფიქრობ, ღმერთმა ჩვენ, მოციქულები, ბოლოები გამოგვიყვანა არენაზე, როგორც სიკვდილმისჯილნი,+ რადგან სანახაობად ვიქეცით ქვეყნიერებისთვის,+ ანგელოზებისა და ადამიანებისთვის. 10  ჩვენ უგუნურები+ ვჩანვართ ქრისტეს გულისთვის, თქვენ კი გონიერებად მიგაჩნიათ თავი ქრისტეში, ჩვენ სუსტნი ვართ, თქვენ კი— ძლიერნი, თქვენ განდიდებულნი ხართ, ჩვენ კი— შეურაცხყოფილნი. 11  დღემდე მშიერ-მწყურვალნი,+ ჩაუცმელნი, ნაცემნი+ და უსახლკარონი ვართ 12  და საკუთარი შრომით ვირჩენთ თავს.+ გვლანძღავენ— ვლოცავთ,+ გვდევნიან— ვითმენთ,+ 13  ცილს გვწამებენ— რბილად ვპასუხობთ;+ დღემდე ნაგვად და სიბინძურედ მიგვიჩნევს ქვეყნიერება. 14  ამას თქვენ შესარცხვენად კი არ გწერთ, არამედ შესაგონებლად— როგორც საყვარელ შვილებს. 15  ათი ათასი აღმზრდელიც რომ გყავდეთ ქრისტეს მოწაფეებს შორის, მამა ბევრი არ გყავთ, რადგან მე გავხდი მამათქვენი ქრისტე იესოში სასიხარულო ცნობის მეშვეობით;+ 16  ამიტომაც გთხოვთ, მე მომბაძეთ.+ 17  სწორედ ამის გამო გიგზავნით ტიმოთეს, ჩემს საყვარელ და ერთგულ შვილს უფალში. ის შეგახსენებთ, თუ როგორ დავდივარ ქრისტე იესოს გზით;+ ამას ვასწავლი ყველგან, ყველა კრებაში. 18  ზოგიერთი გაყოყოჩდა, რადგან ფიქრობს, რომ აღარ მოვალ თქვენთან. 19  მაგრამ, თუ იეჰოვა* ინებებს, მალე მოვალ, ოღონდ გაყოყოჩებულთა საუბრის მოსასმენად კი არა, იმის გამოსარკვევად, ღვთის ძალით მოქმედებენ თუ არა, 20  რადგან ღვთის სამეფო სიტყვაში კი არა, ღვთის ძალაშია. 21  რა გირჩევნიათ, როცა მოვალ, კეტით შეგაგონოთ+ თუ რბილად და სიყვარულით?!

სქოლიოები