ქებათა ქება 7:1—13

  • მეფე (1—9ა).

    • რა მშვენიერი ხარ, საყვარელო (6).

  • შულამელი გოგო (9ბ—13).

    • „მე ჩემი სატრფოსი ვარ და ჩემკენ მოილტვის იგი“ (10).

7  „როგორ შვენის შენს ლამაზ ფეხებს სანდლები,კეთილშობილო ასულო! შენი თეძოები ჩუქურთმებს ჰგავს, ოსტატის ნახელავს.  2  შენი ჭიპი მრგვალი თასივითაა; ნუ მოაკლდება მას შეზავებული ღვინო. მუცელი ხორბლის გროვას მიგიგავს,შროშნებით გარშემორტყმულს.  3  შენი ორი ძუძუ ორი შველია,ქურციკის ნაშობი ტყუპები.+  4  შენი კისერი+ სპილოს ძვლის კოშკივითაა+ და შენი თვალები+ ხეშბონის+ წყალსატევებივით,ბათ-რაბიმის კარიბჭესთან რომაა. შენი ცხვირი ლიბანის კოშკსა ჰგავს,დამასკოს რომ გადაჰყურებს.  5  შენი თავი ქარმელის+ მთასავით მშვენიერია;კულულები+ იისფერ მატყლს მიგიგავს.+ შენი გაშლილი თმა მეფეს ატყვევებს.  6  რა ლამაზი და რა მშვენიერი ხარ,საყვარელო გოგონავ, უდიდესო ნეტარებავ!  7  შენი ტანი პალმას ჰგავს,ძუძუები კი — ფინიკის მტევნებს.+  8  ვთქვი, ავალ პალმის ხეზედა მის მტევნებს მოვწყვეტ-მეთქი. ნეტავ ვაზის მტევნებად იქცეოდეს შენი ძუძუები,შენს სუნთქვას ვაშლის სურნელი სდიოდეს  9  და შენი პირი საუკეთესო ღვინოსავით იყოს“. „დაე მიირთვას ის ჩემმა სატრფომ,მძინარეთა ბაგეებზე ნაზად რომ იღვრება. 10  მე ჩემი სატრფოსი ვარ+და ჩემკენ მოილტვის იგი. 11  მოდი, ჩემო საყვარელო,წავიდეთ მინდორში;ინებს შორის გავათიოთ ღამე.+ 12  ადრიანად ავდგეთ და ვენახებისკენ გავემართოთ,ვნახოთ, გამოიტანა თუ არა ვაზმა ყლორტებიდა აყვავილდა თუ არა,+გამოიტანა თუ არა ბროწეულმა ყვავილი;+ იქ მოგეალერსები.+ 13  მანდრაგორები+ სურნელებას აფრქვევს;ჩვენს კართან ყველანაირი ნარჩევი ხილია;+ ძველი თუ ახალი,ჩემო საყვარელო, შენთვის მაქვს შენახული“.

სქოლიოები