ქებათა ქება 5:1—16
5 „ჩემს ბაღში შევედი+ჩემო დაო, ჩემო საცოლევ.
შევაგროვე ზმირინი და სხვა სურნელოვანი მცენარეები.+შევჭამე ჩემი ფიჭა და თაფლი.
დავლიე ჩემი ღვინო და რძე“.+
„ჭამეთ, მეგობრებო!
სვით და ალერსით დათვერით!“+
2 «მძინავს, მაგრამ ჩემს გულს არ სძინავს.+
აი, აკაკუნებს ჩემი სატრფო:
„გამიღე, ჩემო დაო, ჩემო საყვარელო,ჩემო მტრედო, ჩემო უმანკოვ!
თავი დაცვარული მაქვს,კულულები — ღამის+ ცვრით დანამული“.
3 გავიხადე ჩემი გრძელი სამოსელი.
ისევ ჩავიცვა?!
ფეხები დავიბანე.
ისევ დავისვარო?!
4 ჩემმა სატრფომ კარის ღრიჭოს ხელი მოაცილადა გული ამიძგერდა.
5 ავდექი, რომ კარი გამეღო ჩემი სატრფოსთვის.ჩემი ხელებიდან ზმირინი წვეთავდა,ჩემი თითებიდან ზმირინი
კარის სახელურს ეწვეთებოდა.
6 გავუღე ჩემს სატრფოს,მაგრამ გაბრუნდა, წავიდა ჩემი სატრფო.
მისმა წასვლამ გული მომიკლა*.
ვეძებე, მაგრამ ვერსად ვპოვე;+
დავუძახე, მაგრამ არ მიპასუხა.
7 შემომხვდნენ ქალაქის შემოსავლელად გამოსული გუშაგები.
დამარტყეს, დამჭრეს.
გალავნის გუშაგებმა წამართვეს მოსასხამი.
8 გაფიცებთ, იერუსალიმის ასულნო,
თუ ჩემს სატრფოს იპოვით,უთხარით, რომ სიყვარულმა დამასნეულა».
9 „რითი სჯობია შენი სატრფო სხვისას,ქალთა შორის ულამაზესო?!
რითი სჯობია შენი სატრფო სხვისას,ასე რომ დაგვაფიცე?!“
10 „ჩემი სატრფო თვალწარმტაცია, წითური პირისახისა,ათი ათასში გამორჩეული.
11 მისი თავი ოქროა, ხალასი ოქრო;
მისი კულულები პალმის რტოებივით* ირხევა;მისი თმა ყორანივით შავია.
12 თვალები ნაკადულის პირას მსხდომ მტრედებს მიუგავს,რძეში რომ ბანაობენდა სავსე აუზს რომ უსხედან.
13 მისი ლოყები სურნელოვან მცენარეთა+ კვლებსა ჰგავს,სურნელოვან ბალახთა გროვას.
მისი ტუჩები შროშნებია და ზმირინი წვეთავს მათგან.+
14 მისი თლილი თითები ოქროსია, ქრიზოლითით მოოჭვილი;
მისი მუცელი სპილოს ძვლისაა, საფირონით შემკული.
15 ფეხები მარმარილოს სვეტებს მიუგავს, ხალასი ოქროს საყრდენებზე მდგარს.
ლიბანს ჩამოჰგავს, კედარივითაა, უბადლო.+
16 მისი ბაგე ტკბილია.ყოვლად სასურველია იგი.+
ის ჩემი სატრფოა, ჩემი სიყვარული, იერუსალიმის ასულნო“.

