ქებათა ქება 3:1—11

  • შულამელი გოგო (1—5).

    • ღამღამობით ჩემს სატრფოს ვეძებდი (1).

  • სიონის ასულები (6—11).

    • სოლომონი ტახტრევანით მოჰყავთ.

3  „ღამღამობით, როცა ვიწექი,ვეძებდი ჩემს სატრფოს,+ ვეძებდი, მაგრამ ამაოდ.+  2  ავდგები და მოვივლი ქალაქს,ქუჩებსა და მოედნებს; მოვძებნი ჩემს სატრფოს. ვეძებე, მაგრამ ვერსად ვპოვე.  3  შემომხვდნენ ქალაქის შემოსავლელად გამოსული გუშაგები;+ ვკითხე, ჩემი სატრფო ხომ არ გინახავთ-მეთქი.  4  გავცდი თუ არა მათ,მაშინვე ვიპოვე ჩემი სატრფო. ხელი მოვკიდე და აღარ გავუშვი, სანამ არ მივიყვანე დედაჩემის სახლში,+ და არ შევიყვანე მის შიდა ოთახში, ვინც მე გამაჩინა.  5  იერუსალიმის ასულნო, ქურციკებსა და მინდვრის ფურირმებს გაფიცებთ, ნუ გააღვიძებთ და ნუ აღძრავთ ჩემში სიყვარულს,სანამ თავისით არ მოვა!“+  6  „ეს რა არის, უდაბნოდან კვამლის სვეტებივით რომ მოიწევსდა ზმირინის, გუნდრუკისა დავაჭრების სურნელოვან ფხვნილთა სუნს რომ აფრქვევს?“+  7  „ეს ხომ სოლომონის ტახტრევანია! სამოცი ვაჟკაცი ახვევია გარს,ისრაელის რჩეული ვაჟკაცები.+  8  ყველას მახვილი აქვს,ბრძოლაში გაწაფულნი არიან,თითოეულს მახვილი აქვს შებმულიღამის ხიფათისგან თავდასაცავად“.  9  „ეს მეფე სოლომონის ტახტრევანია,ლიბანის ხისა, თავისთვის რომ გაიკეთა.+ 10  სვეტები ვერცხლისა აქვს,საყრდენები — ოქროსი. მისი დასაჯდომი იისფერი შალისაა.მისი შიდა მხარე იერუსალიმის ასულებმასიყვარულით მორთეს“. 11  „გადით, სიონის ასულნო,ნახეთ მეფე სოლომონი,საქორწილო გვირგვინი რომ ადგას,დედამისმა+ რომ დაუწნა ქორწილის დღეს, იმ დღეს, მთელი გულით რომ ხარობდა“.

სქოლიოები