ქებათა ქება 2:1—17
2 „ზღვისპირა დაბლობზე ამოსული ზაფრანა ვარ,ველის შროშანი“.+
2 „როგორც შროშანი ეკლებს შორის,ისეა ჩემი სატრფო ქალიშვილებს შორის“.
3 «როგორც ვაშლის ხე ტყის ხეებს შორის,ისეა ჩემი სატრფო ვაჟებს შორის.
მის ჩრდილქვეშ ყოფნა მწყურია,მისი ნაყოფი ჩემთვის ტკბილია.
4 შემიყვანა ღვინის სახლში,სიყვარულის ალამი აღმიმართა თავს ზემოთ.
5 გამომაცოცხლეთ ქიშმიშის კვერებით,+მომაღონიერეთ ვაშლებით,დამასნეულა სიყვარულმა.
6 მისი მარცხენა თავქვეშ მიდევს,მარჯვენა კი მეხვევა.+
7 იერუსალიმის ასულნო,ქურციკებსა+ და მინდვრის ფურირმებს გაფიცებთ,
ნუ გააღვიძებთ და ნუ აღძრავთ ჩემში სიყვარულს, სანამ თავისით არ მოვა!+
8 ჩემი სატრფოს ხმა ისმის!
აი, მოდის,მთებს სერავს, გორებზე მოქრის.
9 ქურციკივით და ირემივითაა ჩემი სატრფო.+
აი ჩვენი კედლის იქით დგას,სარკმელში იყურება,ცხაურაში იჭვრიტება.
10 ჩემი სატრფო მეუბნება:
„ადექი, ჩემო საყვარელო,ჩემო ლამაზო, და გამომყევი.
11 ნახე, ზამთარი გავიდა,
წვიმების დრომ გადაიარა, წავიდა.
12 აყვავილდა ქვეყანა,+გასხვლის დრო დადგა,+გვრიტი აღუღუნდა ჩვენს მხარეში.+
13 ლეღვმა საადრეო ნაყოფი გამოიღო;+ვაზი აყვავდა და მისი სურნელება იფრქვევა.
ადექი, ჩემო საყვარელო, მოდი.
გამომყევი, ჩემო ლამაზო.
14 ჩემო მტრედო, კლდის მყუდრო თავშესაფარში,+ქარაფის სამალავში მიმალულო,დამენახვე, გამაგონე შენი ხმა,+მშვენიერო და ხმატკბილო“».+
15 „დაიჭირეთ მელიები,პატარა მელიები, ვენახებს რომ გვიჩანაგებენ,ყვავის ჩვენი ვენახები“.
16 „ჩემი სატრფო ჩემია, მე კი — მისი;+
შროშნებს შორის+ მწყემსავს იგი ფარას.+
17 ვიდრე დღის ნიავი დაუბერავს და ჩრდილები გაქრება,ჩქარა, მობრუნდი, ჩემო სატრფოვ!ქურციკივითა+ და ირემივით+ გადმოსერე მთები, ჩვენ რომ გვაშორებს*“.
სქოლიოები
^ ან შესაძლოა: „გადმოსერე ნაპრალოვანი მთები“.

