ქებათა ქება 1:1—17

  • ქებათა ქება (1).

  • შულამელი გოგო (2—7).

  • იერუსალიმის ასულები (8).

  • მეფე (9—11).

    • „ოქროს სამკაულებს გაგიკეთებთ“ (11).

  • შულამელი გოგო (12—14).

    • „ჩემი სატრფო ჩემთვის ზმირინის სავსე ქისასავითაა“ (13).

  • მწყემსი (15).

    • „რა ლამაზი ხარ, ჩემო საყვარელო!“

  • შულამელი გოგო (16, 17).

    • „რა ლამაზი ხარ, ჩემო სატრფოვ“ (16).

1  ქებათა ქება სოლომონისა:+ 2  „მაკოცოს თავისი ბაგეებით.შენი ალერსი ღვინოს სჯობია.+  3  შენი ზეთი სურნელოვანია.+ შენი სახელი დაღვრილი ზეთივითაა;+ ამიტომაც უყვარხარ ქალწულებს.  4  წამიყვანე, ერთად გავიქცეთ! მეფემ თავის შიდა ოთახებში შემიყვანა. ერთად ვიხაროთ და ვიმხიარულოთ; ქება ვუმღეროთ შენს ალერსს, ღვინოზე სასიამოვნოს. რა გასაკვირია, რომ უყვარხარ ქალწულებს!  5  იერუსალიმის ასულნო, შავი ვარ, მაგრამ მშვენიერი.კედარის+ კარვებს ვგავარ, სოლომონის კარვის ქსოვილს.+  6  ნუ უყურებთ ჩემს სიშავეს, რადგან მზემ დამხედა.დედაჩემის ვაჟები გამიჯავრდნენ; ვენახების მცველად დამაყენეს,ჩემი ვენახი კი უმეთვალყურეოდ დამრჩა.  7  მითხარი, ჩემო სიყვარულო,სად მწყემსავ შენს ფარას+და სად ასვენებ შუადღისას. რატომ უნდა დავეხეტებოდე ძაძით მოსილი ქალივითშენი მეგობრების ფარაში?!“  8  „ქალთა შორის ულამაზესო, თუ არ იცი,წადი, გაჰყევი ფარის ნაკვალევსდა მწყემსთა კარვებთან აძოვე შენი თიკნები“.  9  „ფარაონის ეტლში შებმულ ფაშატს გამსგავსებ, ჩემო სიყვარულო.+ 10  მშვენიერია შენი ლოყები სამკაულებს შორის*,ყელი მძივებით გაქვს შემკული. 11  ოქროს სამკაულებს გაგიკეთებთდა ვერცხლით მოვჭედავთ“. 12  „მეფე თავის მრგვალ მაგიდასთან ზის,მაგრამ ჩემი ნარდის სურნელება+ ჩემი მიჯნურისთვის იფრქვევა. 13  ჩემი სატრფო ჩემთვის ზმირინით სავსე ქისასავითაა,+ღამით ჩემს ძუძუთა შორის რომ არის. 14  ენ-გედის+ ვენახებში ამოსულიინის ყვავილივითაა ჩემი სატრფო“.+ 15  „რა ლამაზი ხარ, ჩემო საყვარელო! რა ლამაზი ხარ! თვალები მტრედისას მიგიგავს“.+ 16  „რა ლამაზი ხარ, ჩემო სატრფოვ, და რა მშვენიერი!+ ფოთლებია ჩვენი საწოლი. 17  ჩვენი სახლის კოჭები კედრებია,ჭერი კი — ღვიის ხეები“.

სქოლიოები

ან შესაძლოა: „ნაწნავთა შორის“.