ფილიპელების მიმართ 1:1—30

  • მისალმება (1, 2).

  • ღვთისთვის მადლობის აღვლენა; პავლეს ლოცვა (3—11).

  • სასიხარულო ცნობის გავრცელება დაბრკოლების მიუხედავად (12—20).

  • „სიცოცხლე ქრისტესთვის ცხოვრებაა, ხოლო სიკვდილი — მონაგები“ (21—26).

  • „სასიხარულო ცნობის ღირსად მოიქეცით“ (27—30).

1  პავლესა და ტიმოთესგან, ქრისტე იესოს მონებისგან, ქრისტე იესოსთან ერთობაში მყოფ წმინდებს ფილიპეში,+ მათ შორის ზედამხედველებსა და მომსახურეებს:+  წყალობა და მშვიდობა არ მოგკლებოდეთ ღვთისგან, ჩვენი მამისგან, და უფალ იესო ქრისტესგან!  ყოველთვის ვმადლობ ჩემს ღმერთს, როცა გიხსენიებთ  ყოველ ლოცვაში*, რომელსაც ყველა თქვენგანისთვის აღვავლენ. ყოველ ჯერზე სიხარულით ვლოცულობ,+  რადგან სასიხარულო ცნობის ქადაგებაში პირველი დღიდან მოყოლებული დღემდე შეგაქვთ წვლილი.  დარწმუნებული ვარ, რომ ის, ვინც თქვენ შორის კარგი საქმე წამოიწყო, დაასრულებს კიდეც მას+ ქრისტე იესოს დღემდე.+  თქვენზე სხვაგვარად ვერც ვიფიქრებ, რადგან გულში მყავხართ; ჩემთან ერთად თქვენც ხართ ღვთის წყალობის მოზიარენი, თქვენ მედექით მხარში პატიმრობისას,+ სასიხარულო ცნობის კანონით დაცვისას და განმტკიცებისას.+  ღმერთია მოწმე, რომ ყველანი მენატრებით, რადგან ისეთივე სათუთი გრძნობები მაქვს თქვენ მიმართ, როგორიც ქრისტე იესოს.  განუწყვეტლივ ვლოცულობ, რომ სიყვარული უფრო და უფრო გაგიღრმავდეთ+ ცოდნასთან*+ და გამჭრიახობასთან+ ერთად, 10  დაინახოთ, რა უფრო მნიშვნელოვანია,+ ბრალდაუდებლები იყოთ, არ დააბრკოლოთ სხვები+ ქრისტეს დღემდე 11  და უხვად გამოიღოთ სიმართლის ნაყოფი იესო ქრისტეს მეშვეობით+ ღვთის სადიდებლად და საქებრად. 12  ძმებო, მინდა, იცოდეთ, რომ ყველაფერი, რაც თავს გადამხდა, სასიხარულო ცნობის გავრცელებას მოემსახურა; 13  ქრისტეს გამო ჩემი დაპატიმრების შესახებ+ მთელმა პრეტორიულმა გვარდიამ გაიგო,+ და არა მარტო მათ. 14  ძმების უმრავლესობას ჩემმა ბორკილებმა გაბედულება შემატა და უშიშრად და უფრო მეტი შემართებით აუწყებენ ღვთის სიტყვას. 15  ზოგი შურითა და ჯიბრით ქადაგებს ქრისტეს შესახებ, ზოგი კი ამას კეთილი ზრახვებით აკეთებს. 16  ესენი სიყვარულით აღძრულნი აუწყებენ ქრისტეს შესახებ, რადგან იციან, რომ მე სასიხარულო ცნობის დაცვა მავალია.+ 17  პირველნი ჯიბრით აკეთებენ ამას და არა კეთილი ზრახვებით; უნდათ, რომ პატიმრობაში მყოფს საწუხარი გამიჩინონ. 18  მაგრამ რას მიაღწიეს?! როგორც არ უნდა იქადაგონ, გულწრფელად თუ თვალთმაქცურად, მაინც ქრისტეს შესახებ ქადაგებენ; ამით ვხარობ და კვლავაც გავიხარებ, 19  რადგან ვიცი, რომ ეს გადამარჩენს თქვენი ვედრებისა+ და იესო ქრისტეს სულის დახმარებით.+ 20  ჩემი მოლოდინი და იმედიც, რომ არაფერში შევრცხვები, ამაზე მეტყველებს; კვლავაც გაბედულად ვიქადაგებ და ჩემით* განდიდდება ქრისტე, როგორც ყოველთვის, გინდ სიცოცხლით და გინდ სიკვდილით.+ 21  ჩემთვის სიცოცხლე ქრისტესთვის ცხოვრებაა,+ ხოლო სიკვდილი — მონაგები.+ 22  თუ ამ სხეულში განვაგრძობ ცხოვრებას, კიდევ ვიშრომებ და მეტ ნაყოფს გამოვიღებ; თუმცა რას ავირჩევდი, ვერ გეტყვით. 23  გაორებული ვარ; მე გათავისუფლება და ქრისტესთან ყოფნა მსურს,+ რადგან ეს, რაღა თქმა უნდა, ბევრად უკეთესია,+ 24  თუმცა ის უფრო საჭიროა, რომ ამ სხეულში დავრჩე თქვენი გულისთვის. 25  ვინაიდან დარწმუნებული ვარ ამაში, ვიცი, რომ დავრჩები ამ სხეულში და ვიქნები კიდეც ყველა თქვენგანთან, რათა წარმატებულნი იყოთ, თქვენმა რწმენამ სიხარული მოგიტანოთ 26  და კვლავაც თქვენთან რომ ვიქნები, სიხარულით აღივსოთ ქრისტე იესოში. 27  ერთ რამეს გთხოვთ, ქრისტეს შესახებ სასიხარულო ცნობის ღირსად მოიქეცით*,+ რათა, თქვენთან ვიქნები თუ არა, გავიგო, რომ მტკიცედ დგახართ, ერთსულოვნად, საერთო სულისკვეთებით,+ მხარდამხარ იბრძვით სასიხარულო ცნობის რწმენისთვის 28  და არ უშინდებით მოწინააღმდეგეთ. ეს იმაზე მიანიშნებს, რომ ისინი დაიღუპებიან,+ თქვენ კი გადარჩებით,+ და ეს ღვთისგანაა. 29  თქვენ წილად გხვდათ პატივი, რომ არა მხოლოდ გერწმუნათ ქრისტე, არამედ გეტანჯათ კიდეც მისი გულისთვის.+ 30  თქვენც იმავე სატანჯველს ხვდებით, რომელსაც მე შევხვდი, რისი მოწმენიც თავად იყავით,+ და იცით, რომ ახლაც ვხვდები.

სქოლიოები

სიტყვასიტყვით — „ვედრება“.
სხვაგვარად — „საფუძვლიან ცოდნასთან“.
სიტყვასიტყვით — „ჩემი სხეულით“.
სხვაგვარად — „მოიქეცით როგორც მოქალაქეებს შეჰფერით“. „მოქცევად“ ნათარგმნი ბერძნული სიტყვა ნაწარმოებია სიტყვიდან „მოქალაქე“.