რომაელების მიმართ 8:1—39

  • სიცოცხლე და თავისუფლება სულის კანონის მეშვეობით მიიღწევა (1—11).

  • „შვილების სული მიიღეთ“ (12—17).

  • ქმნილება ელის ღვთის შვილთა დიდებულ თავისუფლებას (18—25).

  • „სული სწვდება ჩვენს გამოუთქმელ ოხვრას“ (26, 27).

  • ღმერთმა წინასწარ განაწესა თავისი განზრახვით მოხმობილნი (28—30).

  • ვერავინ ჩამოგვაშორებს ღვთის სიყვარულს (31—39).

8  ქრისტე იესოსთან ერთობაში მყოფთ მსჯავრი არ ედებათ, 2  რადგან სულის კანონმა, რომელიც სიცოცხლეს იძლევა ქრისტე იესოს მეშვეობით, ცოდვისა და სიკვდილის კანონისგან გაგათავისუფლათ.+ 3  ის, რაც კანონმა ვერ შეძლო,+ რადგან მას ძალა დაუკარგა+ ცოდვილმა ხორცმა, ღმერთმა აღასრულა, როცა გამოგზავნა თავისი ძე,+ ცოდვილ კაცთა მსგავსი,+ ცოდვის აღმოსაფხვრელად. ამგვარად ის მსჯავრს სდებს ხორცში დამკვიდრებულ ცოდვას, 4  რათა კანონის სამართლიანი მოთხოვნები შევასრულოთ ჩვენ,+ ვინც ხორცით კი არ დავდივართ, არამედ სულით.+ 5  ხორცით მავალნი ხორციელზე ფიქრობენ,+ ხოლო სულით მავალნი — სულიერზე.+ 6  ხორციელზე ფიქრს სიკვდილი მოჰყვება,+ სულიერზე ფიქრს კი — სიცოცხლე და მშვიდობა,+ 7  ვინაიდან ხორციელზე ფიქრი ღვთის მტრობას ნიშნავს,+ რადგან ხორცი არ ემორჩილება ღვთის კანონს და ვერც დაემორჩილება. 8  ასე რომ, ვინც ხორციელი სურვილებით ცხოვრობს, ვერ ასიამოვნებს ღმერთს. 9  თუ ღვთის სული ნამდვილად მკვიდრობს თქვენში, ხორციელ სურვილებს კი არ ხართ აყოლილნი, არამედ სულს მიჰყვებით;+ ვისაც ქრისტეს მსგავსი სულისკვეთება არა აქვს, ის ქრისტესი არ არის. 10  მართალია, თქვენი სხეული ცოდვის გამო კვდება, მაგრამ, თუ ქრისტესთან ხართ გაერთიანებულნი,+ სული სიცოცხლეს გიბოძებთ, რაკი მართლებად ჩაითვალეთ. 11  თუ თქვენში მისი სული მკვიდრობს, ვინც იესო მკვდრეთით აღადგინა,+ მაშინ ის თქვენს მოკვდავ სხეულებსაც გააცოცხლებს+ თქვენში დამკვიდრებული თავისი სულით. 12  მაშ ასე, ძმებო, ჩვენ იძულებულნი არ ვართ, დავემორჩილოთ ხორცს და მისი სურვილებით ვიცხოვროთ.+ 13  თუ ხორციელ სურვილებს აჰყვებით, სიკვდილი არ აგცდებათ, მაგრამ, თუ ღვთის სულით სხეულის საქმეებს ჩაკლავთ,+ იცოცხლებთ,+ 14  ვინაიდან ყველა, ვისაც ღვთის სული მიუძღვება, ღვთის ძეა.+ 15  თქვენ არ მიგიღიათ მონობის სული, რომ კვლავინდებურად შიშით იყოთ მოცული, არამედ შვილების სული მიიღეთ, რომლითაც ვღაღადებთ: „აბბა*, მამა!“+ 16  თავად ეს სული უმოწმებს ჩვენს სულს,+ რომ ღვთის შვილები ვართ.+ 17  და, თუ შვილები ვართ, მემკვიდრენიც ვართ — ღვთის მემკვიდრენი და ქრისტეს თანამემკვიდრენი+ — ოღონდ მასთან ერთად უნდა ვიტანჯოთ,+ რომ მასთან ერთად განვდიდდეთ კიდეც.+ 18  ამიტომ, ვფიქრობ, ახლანდელი ტანჯვა არაფერია იმ დიდებასთან შედარებით, რომელსაც ღმერთი ჩვენი მეშვეობით გააცხადებს.+ 19  მთელი ქმნილება ხომ მოუთმენლად ელის ღვთის ძეების გამოცხადებას,+ 20  ვინაიდან ქმნილება თავისი ნებით კი არ დაემორჩილა ამაოებას,+ არამედ მისი ნებით, ვინც ის დაუმორჩილა ამაოებას იმ იმედის საფუძველზე, 21  რომ ქმნილებაც გათავისუფლდებოდა+ ხრწნის მონობისგან და მიიღებდა ღვთის შვილთა დიდებულ თავისუფლებას, 22  რადგან ვიცით, რომ მთელი ქმნილება დღემდე ოხრავს და იტანჯება. 23  ჩვენც, ვისაც გვაქვს ჩვენი მემკვიდრეობის საწინდარი* ანუ სული, ვოხრავთ+ და მთელი გულით ველით შვილებას,+ ჩვენი სხეულებიდან გათავისუფლებას გამოსასყიდით. 24  ამ იმედით გადავრჩით. გამართლებული იმედი კი იმედი აღარ არის, რადგან, როცა იმედი მართლდება, განა მას კვლავ იმედი ჰქვია?! 25  მაგრამ, თუ ჯერ კიდევ არ გამართლებულა+ ჩვენი იმედი,+ მას მოთმინებით+ ველით. 26  ამასთანავე, სული გვეხმარება უძლურებისას,+ რადგან, როცა არ ვიცით, რაზე ვილოცოთ, სული სწვდება ჩვენს გამოუთქმელ ოხვრას და გვშუამდგომლობს; 27  გულთამხილავ ღმერთსაც+ ესმის, რას გამოთქვამს სული, რადგან ის ღვთის ნებისამებრ შუამავლობს წმინდებს. 28  ჩვენ ვიცით, რომ ღმერთი ყველაფერს თავის მოყვარულთა, თავისი განზრახვით მოხმობილთა სასიკეთოდ აკეთებს;+ 29  ისინი, ვისი არსებობაც მან თავიდანვე განსაზღვრა, იმისთვის განაწესა, რომ თავისი ძის მსგავსები ყოფილიყვნენ,+ რათა ის პირმშო გამხდარიყო+ მრავალ ძმას შორის.+ 30  გარდა ამისა, ვინც განაწესა,+ მათ მოუხმო კიდეც,+ და ვისაც მოუხმო, მართლადაც მიიჩნია.+ დაბოლოს, ვინც მართლად მიიჩნია, განადიდა კიდეც.+ 31  ამაზე რაღას ვიტყვით? თუ ღმერთი ჩვენ მხარესაა, ვინ რას გახდება ჩვენ წინააღმდეგ?!+ 32  ის, ვინც საკუთარი ძე გაიმეტა და ყველას შემოგვწირა,+ განა მასთან ერთად სხვა ყველაფერსაც არ გვიბოძებს?! 33  ვინ დასდებს ბრალს ღვთის რჩეულებს?+ ისინი ხომ თვით ღმერთმა მიიჩნია მართლად.+ 34  ვინ დაგვდებს მსჯავრს? ვერავინ! ქრისტე იესო ხომ მოკვდა და აღდგა, ღვთის მარჯვნივ არის+ და გვშუამავლობს კიდეც!+ 35  განა ჩამოგვაშორებს რამე ქრისტეს სიყვარულს?!+ განა ჩამოგვაშორებს მას გასაჭირი, ვაება, დევნა, შიმშილი, სიშიშვლე, საფრთხე თუ მახვილი?!+ 36  როგორც დაწერილია: „შენი გულისთვის ყოველდღე სასიკვდილოდ გვიმეტებენ, დასაკლავ ცხვრებად მიგვიჩნევენ“,+ 37  მაგრამ ჩვენ ყველაფერში სრულად ვიმარჯვებთ მისი წყალობით,+ ვინც შეგვიყვარა, 38  რადგან მჯერა, რომ ვერც სიკვდილი, ვერც სიცოცხლე, ვერც ანგელოზები, ვერც ხელისუფლებები, ვერც აწმყო, ვერც მომავალი, ვერც ძალები,+ 39  ვერც სიმაღლე, ვერც სიღრმე, ვერც ვერავითარი სხვა ქმნილება ვერ ჩამოგვაშორებს ღვთის სიყვარულს, რომელიც ჩვენს უფალ ქრისტე იესოშია!

სქოლიოები

არამეული ან ებრაული წარმოშობის სიტყვა; ალერსობითი და, იმავდროულად, თავაზიანი მიმართვა მამისადმი.
სიტყვასიტყვით — „პირველი ნაყოფი“.