რომაელების მიმართ 13:1—14

  • ხელისუფლების მორჩილება (1—7).

    • „ვისაც გადასახადი — გადასახადი“ (6, 7).

  • ვისაც უყვარს, კანონს ასრულებს (8—10).

  • „ღირსეულად მოვიქცეთ, ისე როგორც დღისით იქცევიან“ (11—14).

13  ყველა დაემორჩილოს ხელისუფლებას*,+ რადგან ყველა ხელისუფლება ღვთისგანაა.+ არსებულ ხელისუფლებებს ღვთის მიერ დადგენილი სხვადასხვა მდგომარეობა უკავიათ.+ 2  ამიტომ, ვინც ხელისუფლებას ეწინააღმდეგება, ღვთიური წესრიგის წინააღმდეგ მიდის და მსჯავრი ედება. 3  ხელისუფალთა შიში მათ კი არა აქვთ, ვინც კარგს აკეთებს, არამედ მათ, ვინც რამეს აშავებს.+ ასე რომ, თუ გინდა, ხელისუფლების არ გეშინოდეს, კარგი აკეთე+ და მისგან ქებას დაიმსახურებ, 4  რადგან ის ღვთის მსახურია შენსავე სასიკეთოდ. მაგრამ, თუ რამეს აშავებ, გეშინოდეს, რადგან ის ტყუილუბრალოდ არ ატარებს მახვილს, ის ხომ ღვთის მსახურია, ბოროტმოქმედთა დამსჯელი! 5  ასე რომ, საფუძვლიანი მიზეზი გაქვთ მორჩილებისთვის, მაგრამ არა მხოლოდ სასჯელის შიშით, არამედ თქვენი სინდისის გამოც.+ 6  ამიტომაც იხდით გადასახადებს, რადგან ხელისუფალნი ღვთის მსახურები არიან, მუდამ ხალხის სამსახურში მყოფნი. 7  ვისაც რა ეკუთვნის, ის მიეცით: ვისაც გადასახადი — გადასახადი,+ ვისაც ხარკი — ხარკი, ვისაც შიში — შიში+ და ვისაც პატივი — პატივი.+ 8  არავისი არაფერი გემართოთ გარდა ერთმანეთის სიყვარულისა,+ რადგან ვისაც სხვა უყვარს, კანონს ასრულებს.+ 9  კანონები: „არ იმრუშო,+ არ მოკლა,+ არ იქურდო,+ სხვისი არაფერი ისურვო“+ და ნებისმიერი სხვა მცნება ამ ერთ მცნებაშია თავმოყრილი: „მოყვასი საკუთარი თავივით გიყვარდეს“.+ 10  ვისაც უყვარს, ბოროტს არ უკეთებს მოყვასს+ და ამგვარად ის კანონს ასრულებს.+ 11  მაშ, ასე მოიქეცით, რადგან იცით, რა დროა: დადგა თქვენი გამოღვიძების დრო,+ ვინაიდან ხსნა ახლა უფრო ახლოა, ვიდრე მაშინ, როცა ვირწმუნეთ. 12  ღამე იწურება და დღე დგება. მაშ, მოვიშოროთ სიბნელის საქმეები+ და შევიმოსოთ სინათლის საჭურვლით!+ 13  ღირსეულად მოვიქცეთ,+ ისე როგორც დღისით იქცევიან; ნუ მივეცემით სმასა და ღრეობას, უზნეობასა და თავაშვებულობას*,+ ნურც ვიდავებთ და ნურც შეგვშურდება.+ 14  შეიმოსეთ უფალ იესო ქრისტეთი+ და ნუ იფიქრებთ იმაზე, როგორ დაიკმაყოფილოთ ხორციელი სურვილები!+

სქოლიოები

სიტყვასიტყვით — „უმაღლეს მმართველობას“.
ბერძნ. „ასელგია“. იხ. „ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“.