მარკოზის სახარება 16:1—8

  • იესოს აღდგომა (1—8).

16  შაბათი+ რომ გავიდა, მაგდალელმა მარიამმა,+ იაკობის დედამ, მარიამმა, და სალომემ სურნელოვანი ნაზავი იყიდეს, რომ მისულიყვნენ და მისთვის ეცხოთ.+ 2  კვირის პირველ დღეს, დილაადრიან, მზე რომ ამოვიდა, ისინი სამარხთან მივიდნენ;+ 3  ერთმანეთს ეკითხებოდნენ, სამარხის შესასვლელიდან ლოდს ვინ გადაგვიგორებსო. 4  მაგრამ, როცა გაიხედეს, დაინახეს, რომ უშველებელი ლოდი უკვე გადაგორებული იყო.+ 5  ისინი სამარხში შევიდნენ და დაინახეს, რომ მარჯვნივ ახალგაზრდა კაცი იჯდა, რომელსაც თეთრი გრძელი სამოსი ეცვა; ძალიან შეეშინდათ. 6  მან უთხრა მათ: „ნუ გეშინიათ.+ თქვენ იესო ნაზარეთელს ეძებთ, რომელიც ძელზე გააკრეს. ის აქ აღარ არის, აღდგა.+ აი აქ ესვენა.+ 7  ახლა წადით და მის მოწაფეებსა და პეტრეს უთხარით, რომ ის მათზე ადრე ჩავა გალილეაში+ და იქ ნახავენ მას, როგორც ნათქვამი ჰქონდა მათთვის“.+ 8  გამოვიდნენ სამარხიდან და გაიქცნენ. კანკალმა აიტანა ისინი და მღელვარებამ მოიცვა. არავისთვის არაფერი უთქვამთ, რადგან ძალიან შეშინებულები იყვნენ*.+

სქოლიოები

უძველესი ავტორიტეტული ხელნაწერების თანახმად, მარკოზის სახარება მთავრდება მე-8 მუხლით. იხ. დანართი ა3.