ლუკას სახარება 21:1—38

  • ქვრივის ორი ლეპტა (1—4).

  • მოსალოდნელი მოვლენების მომასწავებელი ნიშანი (5—36).

    • ომები, დიდი მიწისძვრები, ეპიდემიები, საკვების უკმარისობა (10, 11).

    • იერუსალიმის ალყაში მოქცევა (20).

    • უცხოტომელთათვის დანიშნული დროები (24).

    • კაცის ძის მოსვლა (27).

    • მაგალითი ლეღვის ხეზე (29—33).

    • „იფხიზლეთ“ (34—36).

  • იესო ტაძარში ასწავლის (37, 38).

21  გაიხედა იესომ და დაინახა, რომ მდიდრები თავიანთ შესაწირავს ფულის ჩასაყრელში ყრიდნენ.+  მან გაჭირვებული ქვრივიც დაინახა, რომელმაც ორი ლეპტა* ჩააგდო,+  და თქვა: „ჭეშმარიტებას გეუბნებით: ამ ღარიბმა ქვრივმა ყველაზე მეტი ჩააგდო.+  ყველამ ის გაიღო, რაც ზედმეტი ჰქონდა, ის კი სიდუხჭირეში ცხოვრობს, მაგრამ ყველაფერი ჩაყარა, რაც თავის სარჩენად გააჩნდა“.+  როდესაც ტაძარზე თქვეს, ძვირფასი ქვებითა და შეწირული ნივთებით არისო შემკული,+  იესომ თქვა: „მოვა დრო, როცა ყველაფერი, რასაც ხედავთ, დაინგრევა, ქვა ქვაზე არ დარჩება“.+  მაშინ მათ ჰკითხეს: „მოძღვარო, როდის მოხდება ეს და რა იქნება ამის ნიშანი?“+  მან უთხრა: „ფრთხილად იყავით, რომ არავინ შეგაცდინოთ,+ რადგან ბევრი მოვა ჩემი სახელით და იტყვის, ის მე ვარო და დანიშნული დრო მოახლოვდაო. მაგრამ ნუ გაჰყვებით მათ.+  როცა მოისმენთ ომებისა და არეულობების შესახებ, ნუ შეშინდებით. ჯერ ეს ყველაფერი უნდა მოხდეს, თუმცა აღსასრული მაშინვე არ დადგება“.+ 10  შემდეგ უთხრა: „ერი ერის წინააღმდეგ აღდგება+ და სამეფო სამეფოს წინააღმდეგ,+ 11  იქნება დიდი მიწისძვრები, ეპიდემიები და საკვების უკმარისობა ხან ერთ და ხან მეორე ადგილას,+ საზარელი მოვლენები და დიდი ნიშნები ციდან. 12  მაგრამ, სანამ ეს მოხდება, შეგიპყრობენ და დევნას დაგიწყებენ,+ სინაგოგებს გადაგცემენ და საპყრობილეებში ჩაგყრიან, წაგიყვანენ მეფეებთან და გამგებლებთან ჩემი სახელის გამო.+ 13  ეს თქვენ ქადაგების შესაძლებლობას მოგცემთ. 14  ამიტომ წინასწარ ნუ მოემზადებით და ნუ იფიქრებთ, როგორ დაიცვათ თავი,+ 15  რადგან მე მოგცემთ სიბრძნეს და მე გათქმევინებთ იმას, რაც უნდა თქვათ; მაშინ თქვენი მოწინააღმდეგეები ერთადაც კი ვერ აღგიდგებიან წინ და ვერ შეგედავებიან.+ 16  მშობლები, ძმები, ნათესავები და მეგობრებიც კი გადაგცემენ მდევნელებს და ზოგ თქვენგანს მოკლავენ კიდეც.+ 17  ყველა შეგიძულებთ ჩემი სახელის გამო.+ 18  მაგრამ თქვენი თავიდან თმის ერთი ღერიც კი არ დაიკარგება.+ 19  მოთმინებით გადაირჩენთ თავს.+ 20  როცა დაინახავთ იერუსალიმს, დაბანაკებული ჯარით გარშემორტყმულს,+ იცოდეთ, რომ მისი გაპარტახება მოახლოებულია.+ 21  მაშინ იუდეაში მყოფნი მთებში გაიქცნენ,+ ქალაქში მყოფებმა დატოვონ ქალაქი, ხოლო ქალაქის გარეთ მყოფნი ნუღარ შევლენ ქალაქში, 22  რადგან ეს ის დროა, როცა უნდა აღსრულდეს სამართალი, რათა ყველაფერი, რაც დაწერილია, შესრულდეს. 23  ვაი ორსულებსა და მეძუძურ ქალებს იმ დღეებში!+ დიდი გასაჭირი იქნება ამ მიწაზე და რისხვა დაატყდება ამ ხალხს. 24  ზოგი მახვილით დაეცემა და ზოგსაც ტყვედ წაასხამენ უცხოტომელები.+ იერუსალიმი გათელილი იქნება უცხოტომელთა მიერ, სანამ უცხოტომელთათვის დანიშნული დროები არ დასრულდება.+ 25  იქნება ნიშნები მზეზე, მთვარესა და ვარსკვლავებზე;+ გაიტანჯებიან ხალხები დედამიწაზე და არ ეცოდინებათ გამოსავალი, რადგან ზღვა აღელდება და აბობოქრდება, 26  ხალხს გული წაუვა შიშით და იმის მოლოდინით, რაც მსოფლიოს დაატყდება, რადგან ციური ძალები შეირყევა. 27  მაშინ იხილავენ კაცის ძეს,+ ღრუბელში ძლევამოსილებითა და სიდიადით მომავალს.+ 28  მაგრამ, როცა ამ ყოველივეს ახდენა დაიწყება, გაიმართეთ და თავი ასწიეთ, რადგან ახლოვდება თქვენი ხსნა“. 29  შემდეგ მათ მაგალითი მოუყვანა: „დააკვირდით ლეღვის ხესა და სხვა ხეებს.+ 30  როცა დაინახავთ, რომ იფოთლებიან, იცით, რომ ზაფხული ახლოვდება. 31  თქვენც, როცა დაინახავთ ამ ყოველივეს, იცოდეთ, რომ ახლოა ღვთის სამეფო. 32  ჭეშმარიტებას გეუბნებით: ეს თაობა არ შეწყვეტს არსებობას, სანამ ეს ყველაფერი არ მოხდება.+ 33  ცა და დედამიწა განადგურდება, მაგრამ ჩემი სიტყვები შეუსრულებელი არ დარჩება.+ 34  დაუკვირდით საკუთარ თავს, რომ გული არ დაგიმძიმდეთ გადამეტებული ჭამა-სმითა+ და ცხოვრებისეული საზრუნავით+ და მოულოდნელად არ დაგატყდეთ ის დღე 35  როგორც მახე,+ რადგან ის დედამიწის ყველა მცხოვრებს დაატყდება. 36  მაშ, იფხიზლეთ+ და მუდამ ევედრეთ ღმერთს,+ რომ თავი დააღწიოთ მოსახდენს და წარდგეთ კაცის ძის წინაშე“.+ 37  იესო დღისით ტაძარში ასწავლიდა, ღამეს კი ზეთისხილის მთაზე ათევდა. 38  მთელი ხალხი დილაადრიან მიდიოდა ტაძარში მის მოსასმენად.

სქოლიოები

უმცირესი ღირებულების ბერძნული მონეტა. იხ. დანართი ბ14.