კანონი 16:1—22

  • პასექი; უფუარობის დღესასწაული (1—8).

  • კვირების დღესასწაული (9—12).

  • კარვობის დღესასწაული (13—17).

  • მსაჯულების დანიშვნა (18—20).

  • რა არ უნდა ექციათ კერპად (21, 22).

16  „გახსოვდეთ აბიბის თვე; იზეიმეთ პასექი იეჰოვას, თქვენი ღვთის, განსადიდებლად,+ რადგან ეგვიპტიდან აბიბის თვეში ღამით გამოგიყვანათ იეჰოვამ, თქვენმა ღმერთმა.+  შესწირეთ ცხვარ-ძროხიდან+ საპასექო მსხვერპლი იეჰოვას, თქვენს ღმერთს,+ იმ ადგილზე, რომელსაც იეჰოვა ამოირჩევს თავისი სახელის განსადიდებლად.+  ხორცთან ერთად შვიდი დღე საფუვრიანი არაფერი ჭამოთ.+ ხმიადი ჭამეთ, გაჭირვების პური, რადგან სწრაფად გამოხვედით ეგვიპტიდან.+ აკეთეთ ეს, რათა მთელი სიცოცხლე გახსოვდეთ ეგვიპტიდან თქვენი გამოსვლის დღე.+  შვიდი დღე არავითარი საფუარი არ იქონიოთ+ და არც პირველ საღამოს შეწირული ხორცი შეინახოთ მთელი ღამე, დილამდე.+  არ შესწიროთ საპასექო მსხვერპლი იეჰოვას, თქვენი ღვთის მიერ მოცემული ქალაქებიდან იმ ქალაქში, რომელშიც მოისურვებთ;  იმ ადგილზე შესწირეთ, რომელსაც თქვენი ღმერთი იეჰოვა თავისი სახელის განსადიდებლად ამოირჩევს; იქ შესწირეთ საპასექო მსხვერპლი საღამოს, მზის ჩასვლის შემდეგ,+ იმ დღეს, რა დღესაც ეგვიპტიდან გამოხვედით.  იმ ადგილზე მოამზადეთ და ჭამეთ,+ რომელსაც იეჰოვა, თქვენი ღმერთი, ამოირჩევს,+ დილით კი თქვენ-თქვენს კარვებში დაბრუნდით.  ექვსი დღე ხმიადი ჭამეთ; მეშვიდე დღეს საზეიმო შეკრება გექნებათ იეჰოვას, თქვენი ღვთის, განსადიდებლად. არ იმუშაოთ.+  გადაითვალეთ შვიდი კვირა; იმ დღიდან გადაითვალეთ შვიდი კვირა, რა დღესაც ნამგალი პირველად შეეხება თავთავს.+ 10  შემდეგ იზეიმეთ კვირების დღესასწაული იეჰოვას, თქვენი ღვთის, განსადიდებლად;+ ნებაყოფლობით გაიღეთ შესაწირავი იმის მიხედვით, როგორც იეჰოვა, თქვენი ღმერთი, გაკურთხებთ.+ 11  იმხიარულეთ იეჰოვას, თქვენი ღვთის წინაშე თქვენ, თქვენმა ვაჟებმა, ასულებმა, მონებმა, მხევლებმა, თქვენს ქალაქებში მცხოვრებმა ლევიანებმა, თქვენ შორის მცხოვრებმა უცხოელებმა და ქვრივ-ობლებმა იმ ადგილზე, რომელსაც იეჰოვა, თქვენი ღმერთი, ამოირჩევს თავისი სახელის განსადიდებლად.+ 12  გახსოვდეთ, რომ მონები იყავით ეგვიპტეში.+ დაიცავით და შეასრულეთ ეს წესები. 13  შვიდი დღე იზეიმეთ კარვობის დღესასწაული*,+ როცა მოსავალს აიღებთ თქვენი კალოდან, ზეთის საწურიდან და საწნახლიდან. 14  იმხიარულეთ ამ დღესასწაულზე+ თქვენ, თქვენმა ვაჟებმა, ასულებმა, მონებმა, მხევლებმა, ლევიანებმა, თქვენ შორის მცხოვრებმა უცხოელებმა და ქვრივ-ობლებმა, რომლებიც თქვენს ქალაქებში ცხოვრობენ. 15  შვიდი დღე იზეიმეთ ეს დღესასწაული+ იეჰოვას, თქვენი ღვთის, განსადიდებლად იმ ადგილზე, რომელსაც იეჰოვა ამოირჩევს, რადგან იეჰოვა, თქვენი ღმერთი, აკურთხებს თქვენს მოსავალს, ყველაფერში ხელს მოგიმართავთ+ და სიხარული არ მოგაკლდებათ.+ 16  ყოველი მამაკაცი წელიწადში სამჯერ წარდგეს იეჰოვას, თქვენი ღვთის წინაშე იმ ადგილზე, რომელსაც ის ამოირჩევს — უფუარობის დღესასწაულზე,+ კვირების დღესასწაულსა+ და კარვობის დღესასწაულზე.+ არცერთი მათგანი არ წარდგეს ხელცარიელი იეჰოვას წინაშე. 17  თითოეულმა თქვენგანმა იმის მიხედვით გაიღეთ ძღვენი, როგორც იეჰოვა, თქვენი ღმერთი, გაკურთხებთ.+ 18  დანიშნეთ მსაჯულები+ და მთავრები თითოეული ტომის ყველა ქალაქში, რომლებსაც იეჰოვა, თქვენი ღმერთი, გაძლევთ. მათ სამართლიანად უნდა განსაჯონ ხალხი. 19  არ გაამრუდოთ სამართალი,+ არ გამოიჩინოთ მიკერძოება+ და არ აიღოთ ქრთამი, რადგან ქრთამი ბრძენს აბრმავებს+ და მართალს უკუღმართად ალაპარაკებს. 20  სამართალი, სამართალი აღასრულეთ,+ რათა იცოცხლოთ და დაიმკვიდროთ ის მიწა, რომელსაც იეჰოვა, თქვენი ღმერთი, გაძლევთ. 21  შენი ღვთის, იეჰოვას, სამსხვერპლოსთან, რომელსაც გაიკეთებ, არ დარგო არანაირი ხე იმისათვის, რომ თაყვანი სცე.+ 22  არც სათაყვანო სვეტი აღმართო,+ რადგან საძულველია ის იეჰოვასთვის, შენი ღვთისთვის“.

სქოლიოები

იხ. „კარვობის დღესასწაული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).