იონა 4:1—11

  • იონა ბრაზდება და სიკვდილს ნატრობს (1—3).

  • იეჰოვა იონას გულმოწყალებას ასწავლის (4—11).

    • „მერე, უნდა გაბრაზებულიყავი?!“ (4).

    • აყიროს მაგალითზე ნასწავლი გაკვეთილი (6—10).

4  არ მოეწონა ეს იონას და ძალიან გაბრაზდა. 2  ლოცვით მიმართა იეჰოვას: „იეჰოვა, ამას არ ვამბობდი, როცა ჯერ კიდევ ჩემს ქვეყანაში ვიყავი?! ამიტომაც გავიქეცი თარშიშში;+ ვიცოდი, რომ თანამგრძნობი, გულმოწყალე და სულგრძელი* ღმერთი ხარ და ურყევია შენი სიყვარული*;+ არ გსურს უბედურების მოხდენა. 3  ახლა კი, გთხოვ, იეჰოვა, ნუღარ მაცოცხლებ, რადგან სიცოცხლეს სიკვდილი მირჩევნია“.+ 4  იეჰოვამ ჰკითხა: „მერე, უნდა გაბრაზებულიყავი?!“ 5  გამოვიდა იონა ქალაქიდან და ქალაქის აღმოსავლეთით დაჯდა. გაიკეთა საჩრდილობელი და მის ჩრდილქვეშ ჩამოჯდა, რათა დაენახა, რა დაემართებოდა ქალაქს.+ 6  აღმოაცენა იეჰოვა ღმერთმა აყირო* საჩრდილობლად, რომ გადაფარებოდა იონას და შეემსუბუქებინა მისი მდგომარეობა. ძალიან გაუხარდა იონას აყიროს ამოსვლა. 7  მეორე დღეს, გამთენიისას, ღმერთმა ჭია გაუჩინა აყიროს. გამოჭამა ჭიამ აყირო და ისიც გახმა. 8  როგორც კი მზემ გამოანათა, ღმერთმა აღმოსავლეთის ცხელი ქარი ამოაგდო. მზემ ისე დააჭირა, რომ იონას ლამის გული წაუვიდა. კვლავაც სიკვდილს ნატრობდა და ამბობდა, სიცოცხლეს სიკვდილი მირჩევნიაო.+ 9  ღმერთმა იონას ჰკითხა: „აყიროს გამო უნდა გაბრაზებულიყავი?!“+ მან მიუგო: „ჰო, თანაც ისე ვარ გაბრაზებული, რომ სიკვდილს ვნატრობ“. 10  იეჰოვამ კი უთხრა: „შენ აყირო დაგენანა, რომელიც არც დაგირგავს, არც გაგიზრდია და რომელიც ერთ ღამეში გაიზარდა და ერთ ღამეშივე გახმა, 11  და მე ნინევე, ამხელა ქალაქი,+ არ უნდა დამნანებოდა, სადაც 120 000-ზე მეტი კაცი ცხოვრობს, რომელთაც ავი და კარგი* ვერ გაურჩევიათ, და სადაც უამრავი ცხოველია?!“+

სქოლიოები

სხვაგვარად — „ადვილად არ რისხდები“.
ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
ან შესაძლოა: „აბუსალათინი“.
სიტყვასიტყვით — „მარჯვენა მარცხენისგან“.