იობი 5:1—27
5 „აბა, მოუხმე! განა გიპასუხებს ვინმე?!
რომელ წმინდას მიმართავ?!
2 უგუნურს გულისწყრომა მოკლავსდა ბრიყვს შური მოუღებს ბოლოს.
3 მინახავს უგუნური, ფესვი რომ ჰქონია გადგმული,მაგრამ მალევე დაწყევლილა მისი კერა.
4 მისი ვაჟები უსაფრთხოდ არ არიან,კარიბჭესთან იჩაგრებიან+ და მშველელი არავინ ჰყავთ.
5 მომკილს მშიერი უჭამსდა ეკლებში გაზრდილსაც არ უტოვებს;მის ქონებას იტაცებენ.
6 მიწიდან არ ამოდის ზიანიდა ნიადაგიდან არ აღმოცენდება გასაჭირი.
7 როგორც ნაპერწკლების მაღლა ასვლაა გარდაუვალი,ისე კაცის ცხოვრებაა გარდაუვალი გასაჭირის გარეშე.
8 მე მაინც ღმერთს მივმართავდი,ღმერთს წარვუდგენდი ჩემს საქმეს,
9 მას, ვინც დიდებულ და ჩაუწვდომელ საქმეებს იქმს,ვინც უამრავ საოცრებას ახდენს;
10 ვინც წვიმას არ აკლებს მიწასდა წყლით რწყავს მინდვრებს;
11 ვინც საწყლებს ამაღლებს,ვინც ხსნით ამაღლებს დამწუხრებულთ;
12 ვინც ცბიერთა ზრახვებს ფუშავს,რომ წარმატებას ვერ მიაღწიონ;
13 ვინც ბრძენებს მათივე ცბიერებაში იჭერს,+რათა წინდახედულთა გეგმები ჩაიშალოს.
14 ისინი დღისით სიბნელეში არიან,შუადღისით ხელის ცეცებით დადიან, თითქოს ღამე იყოს.
15 ის იხსნის კაცს მათი მახვილივით მჭრელი ენისგანდა საწყალს — ძლიერის ხელიდან,
16 რათა საწყლებს იმედი მიეცეთ,უმართლოებს კი პირი აეკრათ.
17 ბედნიერია კაცი, რომელსაც ღმერთი შეაგონებს.ყოვლისშემძლისგან სასჯელს ნუ აირიდებ!
18 ის აყენებს კაცს ტკივილს და თავადვე უხვევს იარას;ის აყენებს მას ჭრილობას და თავისივე ხელით უშუშებს.
19 ექვსჯერ დაგიხსნის გასაჭირისგანდა მეშვიდეჯერაც არაფერი დაგიშავდება.
20 შიმშილობის დროს სიკვდილისგან გიხსნისდა ომის დროს — მახვილისგან.
21 ენით+ ვერავინ გაგშოლტავსდა განადგურების ჟამს არ შეგეშინდება.
22 შიმშილობისა და განადგურების დროს გაგეცინებადა მხეცების არ შეგეშინდება.
23 შენი მინდორი ქვებით არ გაივსებადა მხეცები მშვიდობიანად იქნებიან შენთან.
24 კარვად მშვიდობა გექნება.თვალს მოავლებ საძოვარზე გაშლილ საქონელსდა ერთიც არ დაგაკლდება.
25 ბევრი შვილი გეყოლებადა შენი მოდგმა ბალახივით გამრავლდება.
26 როგორც ძნაა მაგარი მკის დროს,შენც ისეთივე ჯანმაგარი იქნები სამარეში ჩასვლის დროს.
27 აი, ეს გამოვარკვიეთ და ნამდვილად ასეა.მოისმინე და გაითვალისწინე“.

