იობი 27:1—23
27 სიტყვა განაგრძო იობმა:
2 „ვფიცავ ცოცხალ ღმერთს,რომელმაც დამიკავა სამართალი,+და ყოვლისშემძლეს, რომელმაც სული გამიმწარა:+
3 სანამ ჯერ კიდევ ვსუნთქავდა ჩემს ნესტოებში ღვთის სულია*,+
4 უმართლობა არ დასცდება ჩემს ბაგესდა ჩემი ენა არ იცრუებს.
5 ხალხო! როგორ გიწოდოთ მართლები?!
სანამ ცოცხალი ვარ, არ ვუღალატებ* ღმერთს!+
6 არ გადავუხვევ სიმართლის გზასდა ჩემს სიმართლეს არ დავთმობ;+
ვიდრე ცოცხალი ვარ, არ განმსჯის ჩემი გული.
7 დაე ჩემი მტრების ბოლო ისეთი იყოს, როგორიც ბოროტებს აქვთ,ჩემი მჩაგვრელების ბოლოც ისეთი იყოს,როგორიც უმართლოებს აქვთ.
8 რისი იმედიღა ექნება უღვთოს, როცა განადგურდება,+როცა ღმერთი სიცოცხლეს წაართმევს?!
9 განა მოისმენს ღმერთი მის ღაღადს,როცა თავს გასაჭირი დაატყდება?!+
10 ან პოვებს ნეტარებას ყოვლისშემძლეში?!
ანდა ყოველთვის მიმართავს ღმერთს ლოცვით?!
11 მე აგიხსნით, რამხელა ძალა აქვს ღმერთს;ყოვლისშემძლეზე არაფერს დაგიმალავთ.
12 თუ ყველამ ნახეთ ხილვები,უაზროდ რატომღა ლაპარაკობთ?!
13 აი, როგორია ბოროტის ხვედრი ღვთისგან,+მემკვიდრეობა, რომელსაც ულმობელი მიიღებს ყოვლისშემძლისგან:
14 ვაჟები რომ გაუმრავლდება, მახვილით დაეცემიან,+მის შთამომავლებს საზრდო არ ეყოფათ.
15 ვინც მისიანებიდან გადარჩება, ჭირი მოუღებს ბოლოს,და მათი ქვრივები არ დაიტირებენ მათ.
16 ვერცხლი მიწაყრილივითაც რომ დაახვავოს,და სამოსელი თიხასავით დააგროვოს,
17 ეს ყოველივე რომც შეაგროვოს,
მართლები ჩაიცვამენ მის სამოსელს+
და უდანაშაულონი გაიყოფენ მის ვერცხლს.
18 მისი აშენებული სახლი ჩრჩილის სახლივითდა ყარაულის ქოხივით მყიფე იქნება.+
19 მდიდარი დასაძინებლად წავა, მაგრამ სიმდიდრე არ შერჩება;გაახელს თვალს და აღარაფერი ექნება.
20 ნიაღვარივით წალეკავს მას შიშიდა ღამით ქარიშხალი გაიტაცებს.+
21 წაიღებს აღმოსავლეთის ქარი და აღარ იქნება იგი,თავისი ადგილიდან აღგვის მას.+
22 ულმობლად დაეძგერება,+ის კი ვერ დაუსხლტება.+
23 ტაშს შემოჰკრავს დაცინვის ნიშნადდა თავისივე ადგილიდან დაუწყებს სტვენას*“.+
სქოლიოები
^ ებრ. „რუახ“. იხ. „სული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
^ იხ. „უმწიკვლობა“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
^ ან შესაძლოა: „ტაშს შემოჰკრავენ დაცინვის ნიშნად და თავისივე ადგილიდან სტვენას დაუწყებენ“.

