იობი 26:1—14
26 იობმა მიუგო:
2 „გგონია, დაეხმარე ძალაგამოლეულს?!
გგონია, დაიხსენი უძლური?!+
3 რა დიდებული რჩევა მიეცი სიბრძნეს მოკლებულს!+
როგორ გადმოაფრქვიე სიბრძნე!
4 ვის ელაპარაკებიან ვინ გალაპარაკებს?
5 მკვდრებიც კი, რომლებიც უძალონი არიან, კანკალებენ;წყლებიც და წყლის ბინადარნიც მათ ზემოთ არიან.
6 ღვთის წინაშე სამარე* გაშიშვლებულია+და განადგურების ადგილი დაფარული არაა.
7 სიცარიელეზე გადაჭიმა ზეცა+და არაფერზე დაჰკიდა დედამიწა.
8 თავის ღრუბლებში ისე ხვევს წყლებს,+რომ ღრუბლები არ სკდება.
9 ფარავს ის თავის ტახტს,ღრუბლით ფარავს მას.+
10 წყალსა და ცას შორის ზღვარს ავლებს,+სინათლეს სიბნელისგან მიჯნავს.
11 ზანზარებენ ზეცის სვეტები,მისი შერისხვით თავზარდაცემულნი.
12 თავისი ძალით აღელვებს ზღვას+და თავისი გონიერებით ნაკუწებად აქცევს ზღვის დიდ ულმობელ ცხოველს*.+
13 სულს უბერავს ზეცას და ასუფთავებს;საკუთარი ხელით კლავს სრიალა გველს.
14 ეს მხოლოდ მისი გზების კიდეებია,+მხოლოდ ჩურჩულით გვესმის მასზე!
ვინ გაიგებს, როგორ წარმოქმნის იგი მგრგვინავ ქუხილს?!“+
სქოლიოები
^ ებრ. „შეოლ“. იხ. „სამარე“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
^ სიტყვასიტყვით — „რახაბს“.

