იობი 12:1—25
12 იობმა მიუგო:
2 „თურმე ხალხი თქვენ ყოფილხართ,და სიბრძნეც თქვენთან ერთად მოკვდება!
3 მაგრამ რაღაც მეც გამეგება.
რით ვარ თქვენზე ნაკლები?!
ვინ არ იცის ეს ყველაფერი?!
4 ახლობელთა დასაცინი გავხდი,+როცა ღმერთს ვუხმობდი პასუხის მისაღებად.+
მართალსა და ერთგულ კაცს დასცინიან.
5 უდარდელი კაცი უბედურებას არაფრად აგდებს,ჰგონია, რომ ის მხოლოდ გზასაცდენილთ ატყდებათ თავს.
6 მძარცველები თავიანთ კარვებში მშვიდად არიან,+ღვთის განმარისხებელნი უსაფრთხოდ გრძნობენ თავს,+ხელში კერპები უჭირავთ და თაყვანს სცემენ მათ.
7 აბა, ჰკითხე ცხოველებს და გასწავლიან,ცის ფრინველებს, და გეტყვიან.
8 დაუკვირდი* დედამიწას და გასწავლის,ზღვის თევზები კი აგიხსნიან.
9 რომელმა მათგანმა არ იცის,რომ ამ ყოველივეს შემოქმედი იეჰოვაა?!
10 მის ხელშია ყოველი არსების სული*,და ყოველი ხორციელის სული*.+
11 სიტყვებს ყური არჩევს,საჭმლის გემოს — ენა*.+
12 სიბრძნე მოხუცებს აქვთ+და გონიერება დღეთა სიმრავლეს მოაქვს.
13 ის არის ბრძენი და ძლევამოსილი;+მისგან მომდინარეობს რჩევა და გონიერება.+
14 რასაც ის ანგრევს, ვეღარ შენდება,+რასაც ის კეტავს, ვერავინ აღებს.
15 აკავებს წყალს და ყველაფერი შრება,+გზავნის მას და ის ფარავს მიწას.+
16 ის არის ძლევამოსილი და ბრძენი,+მის ხელშია გზასაცდენილიც და სხვისი გზის გამმრუდებელიც.
17 მრჩევლებს ფეხშიშველს ატარებს,და მოსამართლეებს ასულელებს.+
18 მეფეების დადებულ ბორკილებს ხსნის+და წელზე სარტყელს არტყამს მათ.
19 ფეხშიშველს ატარებს მღვდლებს+და ამხობს ძალაუფლების მქონეთ.+
20 პირს უკრავს სანდო მრჩევლებსდა უხუცესებს გონიერებას ართმევს.
21 თავლაფს ასხამს დიდებულებს+და ძლიერებს აუძლურებს.
22 სიბნელეში ღრმად დაფარულს აჩენს+და უკუნეთს სინათლედ აქცევს.
23 ერებს აძლიერებს და შემდეგ ანადგურებს,ერებს ამრავლებს და შემდეგ ასახლებს.
24 ხალხის თავკაცებს გონიერებას ართმევსდა ახეტიალებს უკაცრიელ ადგილას.+
25 ხელის ცეცებით დადიან სიბნელეში,+ სადაც არაა სინათლე;მთვრალებივით ახეტიალებს მათ“.+
სქოლიოები
^ ან შესაძლოა: „დაელაპარაკე“.
^ ებრ. „ნეფეშ“. იხ. „სული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
^ ებრ. „რუახ“. იხ. „სული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
^ სიტყვასიტყვით — „სასა“.

