იობი 10:1—22

  • იობი განაგრძობს საუბარს (1—22).

    • რატომ მექიშპება ღმერთი? (2).

    • ღმერთი და მოკვდავი იობი (4—12).

    • „მომაცილოს მზერა, რომ ცოტა ამოვისუნთქო“ (20).

10  «მომძულდა სიცოცხლე;+ ჩივილს მოვყვები და სულგამწარებული ვილაპარაკებ.  2  ღმერთს ვეტყვი: „დამნაშავედ ნუ მაცხადებ! გამაგებინე, რატომ მექიშპები!  3  განა რას გარგებს, რომ ავიწროებდა უარყოფ შენი ხელის ნამოქმედარს,+ბოროტთა რჩევებს კი სწყალობ?!  4  განა ადამიანის თვალები გაქვს?!განა მოკვდავი კაცივით ხედავ?!  5  განა შენი დღეები მოკვდავი კაცის დღეებივითაადა შენი წლები ადამიანის წლებივით,+  6  ჩემს შეცდომას რომ ეძებდა ცდილობ, ცოდვაში გამომიჭირო?!+  7  ხომ იცი, რომ დამნაშავე არა ვარ+და ვერც ვერავინ დამიხსნის შენი ხელიდან!+  8  შენმა ხელმა გამომძერწა და შემქმნა,+მაგრამ ახლა ბოლოს მიღებ.  9  გახსოვდეს, რომ თიხისგან შემქმენი,+ახლა კი გინდა, რომ მიწას დავუბრუნდე.+ 10  განა რძესავით არ გადმომღვარედა ყველივით არ ამომიყვანე?! 11  ხორცითა და კანით შემმოსე,ძვლებითა და მყესებით მომქსოვე.+ 12  სიცოცხლე მიბოძე და ურყევი იყო შენი სიყვარული* ჩემდამი,მზრუნველობას არ მაკლებდი და მიცავდი.+ 13  მაგრამ აი, თურმე რას მიპირებდი! ვიცი, რომ ამ ყველაფერს შენ მატეხ თავს. 14  ცოდვა რომ ჩამედინა, ხომ დამინახავდი+და ხომ არ დახუჭავდი თვალს ჩემს დანაშაულზე?! 15  თუ რამე დავაშავე, ვაი ჩემს თავს! მართალიც რომ ვყოფილიყავი, მაინც არ ავწევდი თავს,+რადგან სირცხვილნაჭამი და გატანჯული ვარ.+ 16  თავი რომ ავწიო, ლომივით ინადირებ ჩემზე+და კვლავ მომართავ შენს ძალას ჩემ წინააღმდეგ; 17  სხვა მოწმეებსაც დამიპირისპირებდა უფრო განმირისხდები;უბედურებაზე უბედურება დამემატება. 18  რატომ გამომიყვანე საშვილოსნოდან?+ ნეტავ ისე მოვმკვდარიყავი, რომ არავის ვენახე! 19  აღარ ვიარსებებდიდა მუცლიდან პირდაპირ საფლავში მოვხვდებოდი“. 20  ისედაც დღემოკლე ვარ;+ შემეშვას,მომაცილოს მზერა, რომ ცოტა ამოვისუნთქო,+ 21  სანამ წავალ იქ, საიდანაც აღარ დავბრუნდები,+სადაც უკუნი სიბნელეა,+ 22  სადაც წყვდიადი, უკუნეთი და უწესრიგობაა,სადაც სინათლეც კი წყვდიადივითაა».

სქოლიოები

ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).