იესო ნავეს ძე 1:1—18

  • იეჰოვა ამხნევებს იესო ნავეს ძეს (1—9).

    • კანონის კითხვა (8).

  • იორდანის გადასაკვეთად მომზადება (10—18).

1  იეჰოვას მსახურის, მოსეს, სიკვდილის შემდეგ იეჰოვამ იესო*+ ნავეს ძეს, მოსეს მსახურს,+ უთხრა:  „მოკვდა ჩემი მსახური მოსე.+ ადექი, გადაკვეთეთ იორდანე შენ და მთელმა ამ ხალხმა და შედით მიწაზე, რომელსაც თქვენ, ისრაელებს, გაძლევთ.+  ყოველ ადგილს, რომელზეც ფეხს დადგამთ, თქვენ მოგცემთ, როგორც მოსეს დავპირდი.+  თქვენი იქნება მთელი მიწა უდაბნოდან ლიბანამდე და დიდ მდინარემდე, ევფრატამდე, ანუ ხეთელთა+ მთელი ქვეყანა, დასავლეთით კი — დიდ ზღვამდე*.+  ვერავინ აღგიდგება წინ მთელი შენი სიცოცხლე.+ როგორც მოსესთან ვიყავი, ისევე ვიქნები შენთან.+ თავს არ დაგანებებ და არ მიგატოვებ!+  გამბედაობა მოიკრიბე და გამაგრდი,+ რადგან შენ დაამკვიდრებინებ ამ ხალხს მიწას, რომლის მიცემაც მათ მამა-პაპას ფიცით აღვუთქვი!+  მთავარია, გამბედაობა მოიკრიბო, გამაგრდე და გულდასმით შეასრულო მთელი კანონი, რაც ჩემმა მსახურმა მოსემ გადმოგცა. არ გადაუხვიო მისგან არც მარჯვნივ და არც მარცხნივ,+ რათა ბრძნულად იმოქმედო ყველგან, სადაც კი წახვალ.+  არ მოშორდეს შენს ბაგეს კანონის ეს წიგნი,+ იკითხე* ის დღედაღამ, რათა გულდასმით შეასრულო ყველაფერი, რაც მასში წერია;+ მაშინ მოგემართება ხელი და იმოქმედებ ბრძნულად.+  ხომ გიბრძანე, გამბედაობა მოიკრიბე და გამაგრდი-მეთქი! ნუ შეძრწუნდები და ნუ შეშინდები, რადგან სადაც წახვალ, ყველგან შენთან იქნება იეჰოვა, შენი ღმერთი!“+ 10  მაშინ უბრძანა იესო ნავეს ძემ ხალხის მთავრებს: 11  „მოიარეთ ბანაკი და უბრძანეთ ხალხს, გაიმზადეთ საგზალი, რადგან სამი დღის შემდეგ გადაკვეთთ იორდანეს, რომ შეხვიდეთ და დაეუფლოთ იმ მიწას, რომელსაც იეჰოვა, თქვენი ღმერთი გაძლევთ-თქო დასაუფლებლად“.+ 12  უთხრა იესო ნავეს ძემ რეუბენელებს, გადელებსა და მენაშეს ტომის ნახევარს: 13  „გახსოვდეთ, რაც იეჰოვას მსახურმა მოსემ გიბრძანათ:+ იეჰოვამ, თქვენმა ღმერთმა, დაგასვენათ და მოგცათ ეს მიწა. 14  თქვენი ცოლები, თქვენი ბავშვები და თქვენი საქონელი ამ მიწაზე დარჩებიან, მოსემ იორდანის გამოღმა+ რომ მოგცათ, თქვენ კი, ყველა მამაცი მეომარი,+ დარაზმული გაუძეხით მოძმეებს.+ დაეხმარეთ მათ, 15  სანამ თქვენს ძმებსაც თქვენსავით არ მოასვენებს იეჰოვა და ისინიც არ დაეუფლებიან იმ მიწას, რომელსაც იეჰოვა, თქვენი ღმერთი, აძლევს მათ. შემდეგ დაბრუნდით და დაფუძნდით თქვენ-თქვენს სამკვიდროში, რომელიც იეჰოვას მსახურმა მოსემ მოგცათ იორდანის აღმოსავლეთით“.+ 16  მათ მიუგეს იესო ნავეს ძეს: „ყველაფერს გავაკეთებთ, რაც გვიბრძანე, და იქ წავალთ, სადაც გაგვგზავნი.+ 17  როგორც მოსეს ვუგონებდით ყველაფერს, შენც ისევე გაგიგონებთ. მთავარია, შენი ღმერთი იეჰოვა იყოს შენთან, როგორც მოსესთან იყო!+ 18  ვინც ეურჩება შენს ბრძანებას და არ დაემორჩილება ყველა შენს მითითებას, უნდა მოკვდეს!+ მთავარია, გამბედაობა მოიკრიბო და გამაგრდე!“+

სქოლიოები

ებრ. „იეჰოშუა“, ნიშნავს: „იეჰოვაა ხსნა“.
იგივე ხმელთაშუა ზღვა.
სხვაგვარად — „დაბალი ხმით იკითხე“, „იფიქრე მასზე“.