იერემია 31:1—40

  • ისრაელის დარჩენილი ნაწილი სამშობლოში დაბრუნდება (1—30).

    • რახელი ვაჟებს დასტირის (15).

  • ახალი შეთანხმება (31—40).

31  „იმ დროს, — ამბობს იეჰოვა, — ისრაელის ყველა ტომის ღმერთი ვიქნები, ისინი კი ჩემი ხალხი იქნებიან“.+  2  აი, რას ამბობს იეჰოვა: „მახვილს გადარჩენილებმა წყალობა პოვეს უდაბნოში,როცა ისრაელი მოსასვენებელი ადგილისკენ მიემართებოდა“.  3  შორიდან მეჩვენა იეჰოვა და მითხრა: „მარადიული სიყვარულით შეგიყვარე და იმიტომ დაგიახლოვე, რომ ურყევია შენდამი ჩემი სიყვარული*.+  4  კვლავ აღგაშენებ და აღშენდები,+ კვლავაც აიღებ დაირებს, ისრაელის ქალწულო,და ცეკვა-ცეკვით წახვალ.+  5  კვლავ გააშენებ ვენახებს სამარიის მთებზე;+გააშენებენ მევენახეები და მოიწევენ ნაყოფს.+  6  დადგება დღე, როცა გუშაგები ეფრემის მთიან მხარეში დაიძახებენ, ადექით, ავიდეთ სიონში იეჰოვასთან, ჩვენს ღმერთთანო“.+  7  აი, რას ამბობს იეჰოვა: „სიხარულით უმღერეთ იაკობს, იყიჟინეთ, ხალხებზე აღმატებულნო!+ გამოაცხადეთ ეს, ხოტბა შეასხით ღმერთს და უთხარით,იეჰოვა, იხსენი-თქო შენი ხალხი, დარჩენილი ისრაელები.+  8  აი, გამომყავს ისინი ჩრდილოეთის ქვეყნიდან;+ შევკრებ მათ დედამიწის კიდეებიდან.+ მათ შორის იქნებიან უსინათლოები და კოჭლები,+ორსულები და მშობიარეები — ყველანი ერთად; ისინი მრავალრიცხოვანნი დაბრუნდებიან აქ.+  9  ტირილით მოვლენ,+ შემევედრებიან და მეც წავუძღვები. წყაროებისკენ გავუძღვები,+მოსწორებული გზით წავიყვან, რომ არ წაფორხილდნენ, რადგან ისრაელის მამა ვარ, ეფრემი კი ჩემი პირმშოა“.+ 10  მოისმინეთ იეჰოვას სიტყვა, ხალხებო,და შორეულ კუნძულებზე+ გააცხადეთ: „ვინც ისრაელი გაფანტა, კვლავ შეკრებს მას, და ისე დაიცავს, როგორც მწყემსი — ფარას.+ 11  იეჰოვა გამოისყიდის იაკობს+და იხსნის მას მასზე ძლიერის ხელიდან.+ 12  მოვლენ ისინი და სიხარულით შესძახებენ სიონის მაღლობზე,+გაბრწყინდებიან, რადგან სიკეთეს არ დაიშურებს მათთვის იეჰოვა;უხვად ექნებათ მარცვლეული, ახალი ღვინო+ და ზეთი,გაუმრავლდებათ ცხვარ-ძროხა;+მორწყულ ბაღს დაემსგავსებიან,+არასოდეს დაიქანცებიან“.+ 13  „მაშინ იცეკვებს ქალწული,ერთად იცეკვებენ ჭაბუკები და მოხუცები.+ გლოვას სიხარულად ვუქცევ,+ ვანუგეშებ, მწუხარებას გავუქარვებ და გავახარებ.+ 14  მღვდლებს უხვად ექნებათ საკვები;დაპურდება ჩემი ხალხი, რადგან სიკეთეს არ დავიშურებ მათთვის“,+ — ამბობს იეჰოვა. 15  აი, რას ამბობს იეჰოვა: „გლოვისა და მწარე მოთქმის ხმა ისმის რამაში,+ დასტირის თავის ვაჟებს რახელი.+არ სურს ნუგეში, რადგან აღარ ჰყავს ისინი“.+ 16  აი, რას ამბობს იეჰოვა: „ნუღარ იტირებ და ნუღარ დაღვრი ცრემლს,რადგან ჯილდოს მიიღებ შენი ნამოქმედარისთვის, — ამბობს იეჰოვა. — დაბრუნდებიან ისინი მტრის ქვეყნიდან.+ 17  იმედიანი მომავალი გაქვს,+ — ამბობს იეჰოვა, — შენი ვაჟები თავიანთ მხარეში დაბრუნდებიან“.+ 18  «გავიგონე, როგორ გლოვობდა ეფრემი:„შენ გამომასწორე და მეც გამოვსწორდი,გაუხედნავ მოზვერს ვგავდი. დამაბრუნე და დავბრუნდები,რადგან შენა ხარ ჩემი ღმერთი, იეჰოვა. 19  როცა მოვბრუნდი, სინანულმა შემიპყრო;+როცა მივხვდი, მწუხარებისგან ბარძაყებზე ხელების რტყმა დავიწყე. შერცხვენილი და დამცირებული ვიყავი+ახალგაზრდობაში ჩადენილი ცოდვების გამო“». 20  „განა ჩემი ძვირფასი ძე არ არის ეფრემი, საყვარელი შვილი?!+ რამდენჯერაც არ უნდა გავკიცხო, მაინც მახსოვს. ამიტომაც მეწვის გული მის გამო+ და შევიბრალებ კიდეც მას“, — ამბობს იეჰოვა.+ 21  „აღიმართე საგზაო ნიშნები,დაიყენე სანიშნებელი ბოძები.+ დაუკვირდი გზას, რომლითაც უნდა იარო,+ დაბრუნდი, ისრაელის ქალწულო, დაბრუნდი შენს ქალაქებში! 22  როდემდე უნდა მერყეობდე, ორგულო ასულო?! იეჰოვამ რაღაც ახალი შექმნა დედამიწაზე: ქალი გამალებით დაუწყებს ძებნას კაცს“. 23  აი, რას ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა, ისრაელის ღმერთი: „როცა შევკრებ ტყვედ წაყვანილთ, კვლავ იტყვიან ამ სიტყვებს იუდასა და მის ქალაქებში: იეჰოვამ გაკურთხოსო, სიმართლის სამკვიდროვ,+ წმინდა მთაო.+ 24  იუდასა და ყველა მის ქალაქში დამკვიდრდებიან მიწათმოქმედნი და მწყემსნი.+ 25  მე გამოვაცოცხლებ დაღლილს და გავაძლიერებ ღონემიხდილს“.+ 26  მერე გამომეღვიძა, თვალი გავახილე; ძილი მეამა. 27  „დადგება დრო, — ამბობს იეჰოვა, — როცა გავამრავლებ ისრაელისა და იუდას მკვიდრთ; გავამრავლებ მათ პირუტყვსაც.+ 28  მაშინ ჩასაფრებული ვიყავი, რომ ამომეძირკვა, დამექცია, დამენგრია, მომესპო და ზიანი მიმეყენებინა მათთვის,+ ახლა კი თვალი მეჭირება მათზე, რომ დავრგო და აღვაშენო,+ — ამბობს იეჰოვა. — 29  იმ დროს აღარ იტყვიან, მამებმა მკვახე ყურძენი ჭამეს და ვაჟებს კბილები მოეკვეთათო;+ 30  ყველა თავისი დანაშაულის გამო მოკვდება. ვინც მკვახე ყურძენს შეჭამს, კბილებიც იმას მოეკვეთება. 31  დადგება დრო, — ამბობს იეჰოვა, — და ახალ შეთანხმებას დავუდებ ისრაელსა და იუდას,+ 32  მაგრამ არა ისეთ შეთანხმებას, მათ მამა-პაპას რომ დავუდე იმ დღეს, როცა ხელი ჩავჭიდე და ეგვიპტიდან გამოვიყვანე,+ შეთანხმებას, რომელიც დაარღვიეს,+ თუმცა მე მათი ბატონი* ვიყავი, — ამბობს იეჰოვა. — 33  ეს არის შეთანხმება, რომელსაც ისრაელს დავუდებ იმ დროის შემდეგ, — ამბობს იეჰოვა. — ჩავუნერგავ მათ ჩემს კანონს+ და გულებში ჩავუწერ.+ მათი ღმერთი ვიქნები, ისინი კი ჩემი ხალხი იქნებიან.+ 34  აღარავინ ასწავლის და ეტყვის თავის მოძმესა თუ ძმას, შეიცანიო იეჰოვა,+ ვინაიდან ყოველ მათგანს, განურჩევლად ყველას, შეცნობილი ვეყოლები,+ — ამბობს იეჰოვა, — რადგან ვაპატიებ მათ დანაშაულს და აღარ გავუხსენებ ცოდვას“.+ 35  აი, რას ამბობს იეჰოვა,ის, ვინც მზით ანათებს დღესდა ღამის გასანათებლად მთვარესა და ვარსკვლავებს უდგენს წესებს,ვინც ზღვას აღელვებს და მის ტალღებს აბობოქრებსდა ვისი სახელიც ლაშქართა ღმერთი იეჰოვაა:+ 36  „თუ ეს წესები ოდესმე გაუქმდება, — ამბობს იეჰოვა, —მაშინ ისრაელის შთამომავლობაც, როგორც ერი, გაწყდება“.+ 37  აი, რას ამბობს იეჰოვა: „თუ ვინმე მაღლა ზეცას გაზომავს და დაბლა დედამიწის საძირკვლებს გამოიკვლევს, მაშინ მეც უარვყოფ ისრაელის მთელ შთამომავლობას ჩადენილი საქმეების გამო, — ამბობს იეჰოვა.+ — 38  დადგება დრო, — ამბობს იეჰოვა, — როცა იეჰოვასთვის აშენდება ქალაქი+ ხანანელის კოშკიდან+ კუთხის კარიბჭემდე.+ 39  ლარი+ გადაიჭიმება გარების გორამდე და გოისკენ გაგრძელდება. 40  გვამებისა და ნაცრის მთელი ველი, ტერასები კედრონის ხევამდე,+ ცხენის კარიბჭის კუთხემდე,+ აღმოსავლეთის მხარეს, წმინდა იქნება იეჰოვასთვის;+ აღარასოდეს ამოიძირკვება და აღარასოდეს დაინგრევა“.

სქოლიოები

ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
ან შესაძლოა: „ქმარი“.