იერემია 30:1—24

  • დაპირება დაბრუნებასა და განკურნებაზე (1—24).

30  ეუწყა იეჰოვას სიტყვა იერემიას:  «აი, რას ამბობს იეჰოვა, ისრაელის ღმერთი: „ჩაწერე წიგნში ყველაფერი, რასაც გეუბნები.  დადგება დრო, — ამბობს იეჰოვა, — როცა ტყვეობიდან დავიხსნი ჩემს ხალხს, ისრაელსა და იუდას,+ და დავაბრუნებ იმ მიწაზე, რომელიც მათ მამა-პაპას მივეცი; ისინი კვლავ დაიმკვიდრებენ მას“, — ამბობს იეჰოვა».+  აი, რა უთხრა იეჰოვამ ისრაელსა და იუდას,   აი, რას ამბობს იეჰოვა: „გავიგონეთ თავზარდაცემულთა შეძახილი,შიში მეფობს, არ არის მშვიდობა.   აბა იკითხეთ, თუ შობს მამაკაცი. მაშ, რატომ უდევს ყოველ ვაჟკაცს მუცელზე ხელიმშობიარე ქალივით?!+ რატომ აქვს ყველას სახე გაფითრებული?!   ოჰ, რა საშინელია ეს დღე,+ არცერთ დღეს არ ჰგავს!გასაჭირი დაუდგა იაკობს, მაგრამ მე დავიხსნი მას.  იმ დღეს, — ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა, — კისრიდან მოგხსნი უღელს და დავამტვრევ, დავწყვეტ აპეურებს და ვეღარ დაგიმონებენ უცხოტომელნი.  ჩემი ხალხი დაემორჩილება თავის ღმერთს, იეჰოვას, და თავის მეფეს, დავითს, რომელსაც მოვუვლენ.+ 10  ნუ გეშინია, ჩემო მსახურო, იაკობ, — ამბობს იეჰოვა, —ნუ შეძრწუნდები, ისრაელო;+ შორეთიდან დაგიხსნი,ტყვეობის ქვეყნიდან დავიხსნი შენს შთამომავლებს.+ დაბრუნდება იაკობი, მოისვენებს და უშფოთველად იქნება,ვერავინ შეაშინებს მათ.+ 11  შენთანა ვარ, — ამბობს იეჰოვა, — რომ დაგიხსნა; შევმუსრავ იმ ხალხებს, რომელთა შორისაც გაგფანტე,+შენ კი არ შეგმუსრავ.+ სამართლიანად დაგსჯი,დაუსჯელს არ დაგტოვებ“.+ 12  აი, რას ამბობს იეჰოვა: „უკურნებელია შენი მოტეხილობა;+ არ იკურნება შენი ჭრილობა. 13  არავინ გესარჩლება,უკურნებელია შენი წყლული, ვერ განიკურნები. 14  დაგივიწყეს ვნებიანმა საყვარლებმა,+ აღარ გეძებენ.ისე დაგკარი, როგორც მტერმა; ისე დაგსაჯე, როგორც სასტიკთ სჯიან,+შენი მძიმე დანაშაულისა და მრავალი ცოდვის გამო.+ 15  რატომ კვნესი შენი მოტეხილობის გამო? არ დაგიამდება ტკივილი! შენი მძიმე დანაშაულისა და მრავალი ცოდვის გამო+დაგმართე ეს. 16  შთაინთქმებიან შენი შთამნთქმელნი,+შენს მტრებს ტყვედ წაასხამენ.+ გაქურდავენ შენს გამქურდავთდა გაძარცვავენ შენს გამძარცველთ.+ 17  შენ კი გამოგაჯანმრთელებ და მოგიშუშებ ჭრილობებს,+ — ამბობს იეჰოვა, —თუმცა გარიყულად გთვლიდნენ, ამბობდნენ, სიონს მომკითხველი არავინ ჰყავსო“.+ 18  აი, რას ამბობს იეჰოვა: „ვკრებ დატყვევებულთ იაკობის კარვებიდან,+შევიწყალებ მის კარვებს. აღდგება ქალაქი თავის გორაზე+და წამოიმართება გამაგრებული კოშკი თავის ადგილზე. 19  მათი სამადლობელი სიმღერისა და სიცილის ხმა გაისმება.+ გავამრავლებ და არ დაცოტავდებიან,+მრავალრიცხოვანს* გავხდიდა არ შემცირდებიან.+ 20  მისი შთამომავლები ისევე იქნებიან, როგორც უწინ იყვნენ,ჩემ წინაშე განმტკიცდებიან ისინი.+ პასუხს ვაგებინებ ყველა მის მჩაგვრელს.+ 21  მის ხალხს შორის გამოჩნდება მისი მთავარიდა მისი ხალხიდან გამოვა მისი მმართველი. მოვუშვებ ჩემთან და ისიც მომიახლოვდება, თორემ ისე ვინ გაბედავს ჩემთან მოახლოებას?! —ამბობს იეჰოვა. — 22  თქვენ ჩემი ხალხი იქნებით,+ მე კი თქვენი ღმერთი ვიქნები“.+ 23  გამძვინვარდება იეჰოვას ქარიშხალი,+ქარბორბალასავით დატრიალდება ბოროტთა თავზე. 24  არ დაცხრება იეჰოვას რისხვა,ვიდრე არ შეასრულებს და არ აღასრულებს იმას, რაც განზრახული აქვს.+ უკანასკნელ დღეებში გაიგებთ ამას.+

სქოლიოები

ან შესაძლოა: „პატივდებულს“.