იერემია 29:1—32

  • იერემია ბაბილონში გადასახლებულებს სწერს (1—23).

    • ისრაელი სამშობლოში 70 წლის შემდეგ დაბრუნდება (10).

  • შემაიას საყურადღებოდ წარმოთქმული ცნობა (24—32).

29  იერემია წინასწარმეტყველმა იერუსალიმიდან გადასახლებულ უხუცესებს, მღვდლებს, წინასწარმეტყველებსა და მთელ ხალხს, რომლებიც ნაბუქოდონოსორმა იერუსალიმიდან ბაბილონში გადაასახლა, წერილი მისწერა  მას შემდეგ, რაც მეფე იექონიამ+ და დედოფალმა*,+ კარისკაცებმა, იუდასა და იერუსალიმის მთავრებმა, ხელოსნებმა და მჭედლებმა* იერუსალიმი დატოვეს.+  მან წერილი ელაშას, შაფანის+ ძეს, და გემარიას, ხილკიას ძეს, გაატანა, რომლებიც იუდას მეფე ციდკიამ+ ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორთან გაგზავნა. წერილში ეწერა:  «აი, რას ეუბნება ლაშქართა ღმერთი იეჰოვა, ისრაელის ღმერთი, ყველას, ვინც მან იერუსალიმიდან ბაბილონში გადაასახლა:  „აიშენეთ სახლები და იცხოვრეთ, გააშენეთ ბაღები და ჭამეთ მათი ნაყოფი.  მოიყვანეთ ცოლები და იყოლიეთ ვაჟები და ასულები, დააქორწინეთ ვაჟები და გაათხოვეთ ასულები, რათა მათაც იყოლიონ ვაჟები და ასულები; გამრავლდით, ნუ დაცოტავდებით.  იზრუნეთ იმ ქალაქის კეთილდღეობაზე, სადაც გადაგასახლეთ, და ლოცვით შეავედრეთ იეჰოვას ის, რადგან მისი კეთილდღეობა თქვენი კეთილდღეობა იქნება“.+  აი, რას ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა, ისრაელის ღმერთი: „არ მოგატყუონ წინასწარმეტყველებმა და მკითხავებმა, თქვენ შორის რომ არიან;+ არ დაუჯეროთ მათ, ვინც სიზმრებს ხედავენ,  რადგან სიცრუეს გიწინასწარმეტყველებენ ჩემი სახელით. მე არ გამომიგზავნია ისინი“,+ — ამბობს იეჰოვა. 10  აი, რას ამბობს იეჰოვა: „ბაბილონში თქვენი გადასახლებიდან 70 წელი რომ გავა, მაშინ მოგხედავთ,+ შევასრულებ ჩემს დაპირებას და დაგაბრუნებთ სამშობლოში.+ 11  ვიცი, რასაც ვიზრახავ თქვენთვის, — ამბობს იეჰოვა, — მშვიდობას ვიზრახავ და არა უბედურებას;+ მინდა, რომ მომავლის იმედი გქონდეთ.+ 12  მომიხმობთ, მოხვალთ, ლოცვით მომმართავთ და მეც მოგისმენთ.+ 13  ძებნას დამიწყებთ და მიპოვით,+ რადგან მთელი გულით დამიწყებთ ძებნას.+ 14  თავს გაპოვნინებთ,+ — ამბობს იეჰოვა, — ტყვეობიდან დაგიხსნით და გამოგკრებთ ყველა ხალხიდან და ყველა ადგილიდან, სადაც გაგფანტეთ,+ — ამბობს იეჰოვა. — დაგაბრუნებთ იმ ადგილზე, საიდანაც გადაგასახლეთ“.+ 15  თქვენ ამბობთ, იეჰოვამ წინასწარმეტყველები დაგვიყენაო ბაბილონში. 16  აი, რას ეუბნება იეჰოვა დავითის ტახტზე მჯდომ მეფესა+ და იმ ქალაქში მცხოვრებ მთელ ხალხს, თქვენს მოძმეთ, რომლებიც თქვენთან ერთად არ გადმოსახლებულან, 17  აი, რას ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა: „მოვუვლენ მათ მახვილს, შიმშილსა და ჭირს.+ დამპალ ლეღვს დავამსგავსებ, პირს რომ ვერ დააკარებ.+ 18  მახვილით,+ შიმშილითა და ჭირით დავსჯი მათ; მათ დანახვაზე დედამიწის ყველა სამეფოს თავზარი დაეცემა;+ გაოგნდებიან, სტვენას მოჰყვებიან,+ დაძრახავენ მათ და წყევლაში ახსენებენ ყველა ერში, სადაც გავფანტავ,+ 19  რადგან ყურად არ იღეს ჩემი სიტყვები, — ამბობს იეჰოვა, — რომელსაც ჩემს მსახურთა, წინასწარმეტყველთა პირით გადავცემდი, დილაადრიან ვდგებოდი და გადავცემდი.+ არც თქვენ დამიგდეთ ყური“,+ — ამბობს იეჰოვა. 20  ისმინეთ იეჰოვას სიტყვა, გადასახლებულნო, რომლებიც იერუსალიმიდან ბაბილონში გადაგხვეწეთ. 21  აი, რას ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა, ისრაელის ღმერთი, ახაბზე, კოლაიას ძეზე, და ციდკიაზე, მაასეიას ძეზე, რომლებიც სიცრუეს გიწინასწარმეტყველებენ ჩემი სახელით:+ „ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორის ხელში ჩავყრი და ის თქვენ თვალწინ დახოცავს მათ. 22  რაც მათ დაემართებათ, იუდადან ბაბილონში გადასახლებულნი წყევლაში ახსენებენ და იტყვიან, იეჰოვამ ის დაგმართოს, რაც ციდკიასა და ახაბს დამართა, რომლებიც ცეცხლში ამობუგა ბაბილონის მეფემო, 23  რადგან სამარცხვინო საქციელს სჩადიოდნენ ისრაელში,+ თავიანთი მოძმეების ცოლებთან მრუშობდნენ და ჩემი სახელით სიცრუეს ლაპარაკობდნენ, იმას, რაც არ მიბრძანებია.+ ვიცი ეს და თავად ვარ ამის მოწმე“,+ — ამბობს იეჰოვა». 24  «ნეხელამელ შემაიას+ უთხარი, 25  აი, რას ამბობს-თქო ლაშქართა ღმერთი იეჰოვა, ისრაელის ღმერთი იმის გამო, რომ შენ იერუსალიმში მყოფ მთელ ხალხს, მღვდელ ცეფანიას,+ მაასეიას ძეს, და ყველა მღვდელს შენი სახელით მისწერე: 26  „იეჰოვამ დაგნიშნა მღვდლად იეჰოიადა მღვდლის ნაცვლად, რათა იეჰოვას ტაძრის ზედამხედველი ყოფილიყავი და დაგეპატიმრებინა ყველა შეშლილი, რომელიც წინასწარმეტყველივით იქცევა, და მათთვის კისერზე და ხელ-ფეხზე ხუნდები დაგედო.+ 27  რატომ არ გაკიცხე ანათოთელი+ იერემია, წინასწარმეტყველივით რომ იქცევა?+ 28  მან ბაბილონშიც კი შემოგვითვალა, დიდხანს გაგრძელდებაო ეს; აიშენეთ სახლები და იცხოვრეთო, გააშენეთ ბაღები და ჭამეთ მათი ნაყოფიო...“».+ 29  როცა ეს წერილი ცეფანია+ მღვდელმა იერემია წინასწარმეტყველს წაუკითხა, 30  იეჰოვას სიტყვა ეუწყა იერემიას: 31  «შეუთვალე ყველა გადასახლებულს, აი, რას ამბობს-თქო იეჰოვა ნეხელამელ შემაიაზე: „რაკი სიცრუეს გიწინასწარმეტყველებდათ შემაია, თუმცა მე არ გამომიგზავნია ის, და ცდილობდა თქვენს დაიმედებას,+ 32  ამიტომ აი, რას ამბობს იეჰოვა: პასუხს მოვთხოვ ნეხელამელ შემაიასა და მის შთამომავლებს. მათგან არავინ გადარჩება. ვერ ნახავს იგი იმ სიკეთეს, რასაც ჩემს ხალხს გავუკეთებ, — ამბობს იეჰოვა, — რადგან ხალხს მოუწოდებდა, რომ არ დამორჩილებოდნენ იეჰოვას“».

სქოლიოები

იგულისხმება მეფის დედა.
ან შესაძლოა: „ბურჯთა მშენებლებმა“.