იერემია 17:1—27
17 „რკინის კალმითაა ნაწერი იუდას ცოდვა,
ალმასის წვერითაა ამოტვიფრული მათ გულისფიცარზედა მათი სამსხვერპლოების რქებზე;
2 მათ ვაჟებსაც კი ახსოვთ ეს სამსხვერპლოები და სათაყვანო ბოძები,+ფოთოლხშირი ხეების გვერდით, მაღალ გორებსა+
3 და ველზე წამომართულ მთებზე.დავატაცებინებ შენს დოვლათს, მთელ შენს განძს,+
გავაძარცვინებ შენს სათაყვანო მაღლობებს მთელ შენს მხარეში ჩადენილი ცოდვის გამო.+
4 თავად იტყვი უარს მემკვიდრეობაზე, რომელიც მოგეცი.+
შენი მტრების მსახურად გაქცევ უცხო მიწაზე,+რადგან ცეცხლივით ააგიზგიზე ჩემი რისხვა*.+
სულ იგიზგიზებს“.
5 აი, რას ამბობს იეჰოვა:
„წყეული იყოს ის, ვინც ადამიანზე ამყარებს იმედს,+ადამიანის ძალას ენდობა+
და ვისი გულიც შორდება იეჰოვას.
6 ის ხრიოკ მიწაზე ამოსულ ერთადერთ ხეს დაემსგავსება;
კარგს ვერაფერს იხილავს;დამკვიდრდება უდაბნოში, გადახრუკულ ადგილას,მარილიან მიწაზე, რომელზეც არავინ მკვიდრობს.
7 კურთხეულია კაცი, რომელიც იეჰოვაზე ამყარებს იმედსდა ენდობა იეჰოვას.+
8 ის წყალთან დარგულ ხესავით იქნება,ნაკადულთან რომ იდგამს ფესვს;
არ შეიტყობს პაპანაქების დადგომასდა მუდამ ხასხასა ფოთლები ექნება.+
გვალვა ვერ შეაწუხებსდა ნაყოფის გამოღებასაც არ შეწყვეტს.
9 გული ყველაზე ვერაგი და უმართავია*.+
ვინ შეიცნობს მას?!
10 მე, იეჰოვა, ვიკვლევ გულს+და ვამოწმებ ფიქრებს*,რათა თითოეულს თავისი გზისამებრ,თავისი საქმისამებრ მივუზღა.+
11 რაღა კაკაბი, სხვის დადებულ კვერცხებს რომ აჯდებადა რაღა კაცი, უპატიოსნოდ რომ აგროვებს სიმდიდრეს.+
შუახნისა დაკარგავს ყველაფერსდა ბოლოს უგუნური აღმოჩნდება“.
12 დიდებული ტახტი, რომელიც დასაბამიდანვე აღზევებულია,ჩვენი წმინდა ადგილის სამყოფელია.+
13 იეჰოვა, ისრაელის იმედო,შერცხვება ყველა, ვინც შენ ზურგს შეგაქცევს;
შენგან განდგომილთა სახელები მტვერზე დაიწერება,+რადგან მიატოვეს იეჰოვა, სიცოცხლის წყარო.+
14 განმკურნე, იეჰოვა, და განვიკურნები,
გადამარჩინე და გადავრჩები,+მე ხომ შენ გასხამ ხოტბას!
15 აი, რას მეუბნებიან:
„სად არის იეჰოვას სიტყვა?!+
აბა შესრულდეს!“
16 მე კი სულ მუდამ მოგყვებოდი, უარი არ მითქვამს მწყემსობაზე,და არც უბედურების დადგომა მინატრია.
კარგად იცი, რაც ჩემს ბაგეს უთქვამს;ყველაფერი შენ თვალწინაა.
17 თავზარს ნუ დამცემ,
შენა ხარ ჩემი თავშესაფარი უბედურების ჟამს.
18 შეარცხვინე ჩემი მდევნელნი,+მე კი ნუ შემარცხვენ!
შეაძრწუნე ისინი,მე კი ნუ შემაძრწუნებ!
უბედურება დაატეხე მათ,+შემუსრე და ბოლო მოუღე!
19 აი, რა მითხრა იეჰოვამ: «წადი და დადექი ხალხთა კარიბჭესთან, სადაც იუდას მეფეები შედიან და გადიან, აგრეთვე იერუსალიმის ყველა კარიბჭესთან,+
20 და უთხარი, ისმინეთ-თქო იეჰოვას სიტყვა, იუდას მეფეებო, იუდასა და იერუსალიმის მკვიდრნო, რომლებიც ამ კარიბჭეებში შედიხართ!
21 აი, რას ამბობს-თქო იეჰოვა: „გაფრთხილდით! არანაირი ტვირთი არ ზიდოთ შაბათ დღეს, არც იერუსალიმის კარიბჭეებში შეიტანოთ ის;+
22 არც სახლებიდან გამოიტანოთ ტვირთი შაბათ დღეს; არ იმუშაოთ.+ წმინდა იყოს შაბათი დღე თქვენთვის, როგორც თქვენს მამა-პაპას ვუბრძანე;+
23 მაგრამ არ მომისმინეს და ყური არ დამიგდეს, გაჯიუტდნენ, არ დამემორჩილნენ და არ მიიღეს დარიგება.+
24 თუ ყველაფერში დამემორჩილებით, — ამბობს იეჰოვა, — შაბათ დღეს არანაირ ტვირთს არ შეიტანთ ამ ქალაქის კარიბჭეებში, წმინდა იქნება შაბათი დღე თქვენთვის და ამ დღეს არ იმუშავებთ,+
25 მაშინ ამ კარიბჭეებში შევლენ დავითის ტახტზე მსხდომი მეფეები+ და მთავრები ეტლებითა და ცხენებით, მეფეები და მთავრები, იუდასა და იერუსალიმის მკვიდრნი,+ და ეს ქალაქი მარადიულად იქნება დასახლებული.
26 მოვა ხალხი იუდას ქალაქებიდან, იერუსალიმის შემოგარენიდან, ბენიამინის მიწიდან,+ ბარიდან,+ მთიდან და ნეგებიდან; მოიტანენ მთლიანად დასაწვავ მსხვერპლს,+ შესაწირავს,+ მარცვლეულ შესაწირავს,+ გუნდრუკსა და სამადლობელ მსხვერპლს იეჰოვას ტაძარში.+
27 მაგრამ, თუ არ დამემორჩილებით, არ იქნება თქვენთვის შაბათი დღე წმინდა, მაინც ატარებთ ტვირთს და შაბათ დღეს ტვირთს იერუსალიმის კარიბჭეებში შეიტანთ, ცეცხლს მივცემ მის კარიბჭეებს, შთანთქავს ის იერუსალიმის გამაგრებულ კოშკებს+ და არასოდეს ჩაქრება“».+

