იგავები 6:1—35
6 შვილო, თუ მოძმეს თავდებად დაუდგები+ან უცხოსთან შეთანხმებას დადებ+
2 და შენივე პირობა მახეში გაგაბამს,ან შენივე სიტყვები გამოგიჭერს,+
3 შვილო, ასე მოიქეცი და დაიხსენი თავი,რადგან შენი მოძმის ხელში ხარ ჩავარდნილი:
თავი დაიმდაბლე, ნუ დააყოვნებ, მიდი და შეევედრე შენს მოძმეს.+
4 ძილი არ მიაკარო შენს თვალებსდა თვლემა — შენს ქუთუთოებს.
5 დაიხსენი თავი, როგორც ქურციკმა მონადირის ხელიდან,როგორც ფრინველმა — მონადირისგან.
6 ზარმაცო,+ წადი ჭიანჭველასთან,დააკვირდი მას და დაბრძენდი.
7 მას არც მეთაური ჰყავს, არც თავკაცი და არც მმართველი;
8 ზაფხულში თავისით იმზადებს სარჩოს+და მკის დროს იმარაგებს საზრდოს.
9 როდემდე უნდა იწვე, ზარმაცო,
და როდემდე უნდა გეძინოს?!
10 ცოტა ხანს კიდევ იძინებ, ცოტა ხანს კიდევ ჩათვლემ,ცოტა ხანს კიდევ იქნები გულხელდაკრეფილი+
11 და სიღარიბე ყაჩაღივით დაგადგება,სიდუხჭირე კი — იარაღასხმული კაცივით.+
12 უვარგისი და ბოროტი კაცი დადის და უკუღმართად ლაპარაკობს,+
13 თვალს უკრავს,+ ხელითა და ფეხით რაღაცას ანიშნებს;
14 ვერაგი გული აქვს,მუდამ სიავეს იზრახავს+ და შუღლს თესავს.+
15 ამიტომ მოულოდნელად ეწევა უბედურებადა უეცარ განადგურებას თავს ვერ დააღწევს.+
16 ექვსი რამ სძულს იეჰოვასდა შვიდი რამ ეზიზღება:
17 ამაყად მომზირალი თვალები,+ მატყუარა ენა,+ უდანაშაულო სისხლის მღვრელი ხელები,+
18 ავისმზრახველი გული,+ ბოროტების ჩასადენად მარდი ფეხები,
19 ტყუილების მფრქვეველი ცრუმოწმე+და ძმებს შორის შუღლის მთესველი.+
20 შვილო, დაიცავი მამაშენის მცნებადა დედაშენის რჩევას ნუ წაუყრუებ;+
21 მუდამ გულზე გქონდეს მიბნეული და ყელზე შებმული;
22 სიარულისას წაგიძღვება,დაწოლილს დარაჯად დაგიდგება,გამოღვიძებულს კი დაგარიგებს.
23 მცნება ლამპარია,+კანონი — სინათლე,+შეგონება და დარიგება კი — სიცოცხლის გზა;+
24 უზნეო ქალისგან დაგიცავს+და გახრწნილი ქალის* მაცდური ენისგან დაგიფარავს.+
25 ნუ მოისურვებს შენი გული მის სილამაზეს+და ნუ დაგატყვევებს მისი მაცდური თვალები,
26 რადგან მეძავის გადამკიდეს პურის მეტი არაფერი დაგრჩება+და სხვისი ცოლი სიცოცხლეს მოგისწრაფებს.
27 განა ჩაიდებს კაცი უბეში ნაკვერჩხლებს ტანსაცმლის დაუწველად?!+
28 ან გაივლის ნაკვერჩხლებზე ფეხების დაუწველად?!
29 ასევე დაისჯება ის, ვინც მოძმის ცოლთან დაწვება;ვინც მას გაეკარება, დაუსჯელი ვერ დარჩება.+
30 ხალხს არ სძულს ქურდი,რომელიც მშიერია და დასანაყრებლად იპარავს,
31 თუმცა, როცა დაიჭერენ, შვიდმაგად აზღვევინებენ,მთელ ქონებას გაატანინებენ სახლიდან.+
32 ვინც ქალთან მრუშობს, უგუნურია;მრუში თავს იღუპავს.+
33 უბედურება და დამცირება არ ასცდება მას,+სირცხვილს ვერ ჩამოირეცხავს,+
34 რადგან ეჭვიანობა ქმარს განარისხებსდა დაუნდობლად იძიებს შურს.+
35 გამოსასყიდს არ აიღებს;ვერანაირი საჩუქარი ვერ დაამშვიდებს.
სქოლიოები
^ სიტყვასიტყვით — „უცხო“.

