იგავები 29:1—27
29 კაცს, რომელიც არაერთი შეგონების მიუხედავადმაინც ჯიუტობს,+ უეცრად დაატყდება უბედურება.+
2 მართალთა სიმრავლე ხალხს ახარებს,ბოროტთა მმართველობისას კი ხალხი ოხრავს.+
3 სიბრძნის მოყვარული მამას ახარებს,+მეძავთა მეგობარი კი სიმდიდრეს ფლანგავს.+
4 სამართლიანი მეფის ქვეყანა მყარად დგას,+მექრთამე კი აქცევს მას.
5 კაცი, რომელიც მოძმეს ეპირფერება,ფეხებთან ბადეს უგებს მას.+
6 ბოროტს თავისივე ცოდვა აბამს მახეში,+მართალი კი სიხარულით ყიჟინებს და ხარობს.+
7 მართალი წუხს, როცა ღარიბებს ჩაგრავენ,+ბოროტს კი ეს სულ არ ანაღვლებს.+
8 ტრაბახა ხალხს ქალაქში განხეთქილება შეაქვს,+ბრძენნი კი რისხვას აცხრობენ.+
9 როცა ბრძენი უგუნურს ედავება,ბრაზისა და დაცინვის მეტი არაფერი შერჩება.+
10 სისხლმოწყურებულთ უდანაშაულო სძულთ,+ერთი სული აქვთ, მართალს სიცოცხლე მოუსწრაფონ*.
11 სულელი თავს ვერ თოკავს,+ბრძენი კი სიმშვიდეს ინარჩუნებს.+
12 თუ მმართველი ყურს დაუგდებს სიცრუეს,ბოროტი მსახურები ეყოლება.+
13 ღარიბსა და მჩაგვრელს საერთო ის აქვთ,
რომ ორივეს იეჰოვა აძლევს სიცოცხლეს.
14 თუ მეფე ღარიბებს სამართალს გაუჩენს,+მისი ტახტი სამარადისოდ განმტკიცდება.+
15 ჯოხი და შეგონება სიბრძნეს იძლევა,+ნებაზე მიშვებული ყმაწვილი კი დედის შემარცხვენელია.
16 როცა ბოროტები მრავლდებიან, ცოდვაც მრავლდება,მაგრამ მართლები მათ დაცემას იხილავენ.+
17 დასაჯე შვილი და სადარდებელი არ გექნება;სიხარულს მოგგვრის იგი.+
18 ხილვის გარეშე ხალხი უმართავი ხდება,+კანონის დამცველნი კი ბედნიერნი არიან.+
19 მსახურს სიტყვით ვერ გამოასწორებ,ისმენს, მაგრამ არ გემორჩილება.+
20 გინახავს დაუფიქრებლად მოლაპარაკე კაცი?+
სულელი უფრო გამოსწორდება, ვიდრე ასეთი კაცი.+
21 თუ მსახურს სიყმაწვილიდან გაანებივრებ,უმადური დაგრჩება.
22 ვინც ადვილად რისხდება, შუღლს აღვივებს;+ფიცხი კაცი ბევრს სცოდავს.+
23 ამპარტავნობა კაცს დაამდაბლებს,+თავმდაბალი კი დიდებას მოიხვეჭს.+
24 ქურდის მეგობარი საკუთარი თავის მტერია;
ესმის მოწოდება, რომ მოწმედ გამოვიდეს*, მაგრამ არ გამოდის.+
25 კაცთმოშიშს მახე უგია,+იეჰოვაზე მინდობილი კი დაცული იქნება.+
26 ბევრი ცდილობს მმართველთან შეხვედრას*,მაგრამ კაცს სამართალს იეჰოვა უჩენს.+
27 მართლისთვის უსამართლო კაცია საძულველი,+ბოროტისთვის კი — სიმართლის გზით მავალი.+

