იგავები 28:1—28

  • ურჩის ლოცვა საძულველია (9).

  • ვინც ცოდვებს აღიარებს, შეწყალებული იქნება (13).

  • „ვინც გამდიდრებისკენ ისწრაფვის, უდანაშაულო ვერ დარჩება“ (20).

  • პირფერობას შეგონება სჯობია (23).

  • ხელგაშლილს არაფერი მოაკლდება (27).

28  ბოროტი მაშინაც გარბის, როცა არავინ მისდევს,მართალი კი ლომივით გულადია.+   როცა ქვეყანა ცოდვაშია ჩაფლული, მთავარს მთავარი ცვლის,+გამჭრიახი და მცოდნე კაცის წყალობით კი მთავარი დიდხანს დარჩება.+   რაღა ღარიბი, საწყალს რაიმეს რომ გამოსტყუებს,+და რაღა თავსხმა, მოსავალს რომ აღარ დატოვებს.   კანონის უგულებელმყოფელნი ბოროტებს განადიდებენ,კანონის დამცველებს კი აღაშფოთებენ.+   ბოროტმოქმედს არ ესმის, რა არის სამართალი,იეჰოვას მაძიებელს კი ყველაფერი ესმის.+   უმწიკვლოდ* მავალი ღარიბი სჯობსმრუდე გზით მავალ მდიდარს.+   გონიერი შვილი კანონს იცავს,გაუმაძღართა მეგობარი კი მამამისს არცხვენს.+   ვინც სარგებლითა და ვახშით იხვეჭს ქონებას,+ღარიბთა მწყალობელს უგროვებს მას.+   ვინც კანონს არად აგდებს,მისი ლოცვაც კი საძულველია.+ 10  ვინც მართალს უკეთურ გზაზე დააყენებს,თავისივე გათხრილ ორმოში ჩავარდება,+ უდანაშაულოთ კი სიკეთე არ მოაკლდებათ.+ 11  მდიდარს თავი ბრძენი ჰგონია,+მაგრამ ღარიბი გამჭრიახობით მის ნამდვილ სახეს დაინახავს.+ 12  რა კარგია, როცა მართლები იმარჯვებენ,მაგრამ, როცა ბოროტები იგდებენ ხელთ ძალაუფლებას, ხალხი იმალება.+ 13  ვინც თავის ცოდვებს მალავს, ხელი არ მოემართება,+ხოლო ვინც აღიარებს და აღარ ჩაიდენს, შეწყალებული იქნება.+ 14  ბედნიერია კაცი, რომელიც მუდამ ფრთხილობს,ხოლო ვინც გულს იქვავებს, უბედურება დაატყდება თავს.+ 15  რაღა მბრდღვინავი ლომი და გააფთრებული დათვიდა რაღა უმწეო ხალხის ბოროტი მმართველი.+ 16  გამჭრიახობას მოკლებული წინამძღოლი ძალაუფლებას ბოროტად იყენებს,+ უკანონო შემოსავლის მოძულე კი დღეგრძელი იქნება.+ 17  ვისაც სხვის სისხლში აქვს ხელი გასვრილი, მანამდე იქნება დევნილი, სანამ სამარეში არ აღმოჩნდება;+ნურავინ დაეხმარება მას. 18  უბიწოდ მავალი გადარჩება,+მრუდე გზით მავალი კი უეცრად დაეცემა.+ 19  ვინც მიწას ამუშავებს, პური უხვად ექნება,ხოლო ვინც ამაოებას ესწრაფვის, სიღარიბეს ვერ დააღწევს თავს.+ 20  ერთგულს კურთხევა არ მოაკლდება,+ხოლო ვინც გამდიდრებისკენ ისწრაფვის, უდანაშაულო ვერ დარჩება.+ 21  მიკერძოება ცუდია,+თუმცა კაცი ლუკმაპურისთვისაც კი შეიძლება არასწორად მოიქცეს. 22  შურიანი* კაცი გამდიდრებისკენ ისწრაფვის,ის კი არ იცის, რომ სიღარიბე ეწევა. 23  გავა დრო და კაცი შემგონებლის+ მადლიერი უფრო იქნება,+ვიდრე პირფერისა. 24  ვინც დედ-მამას ძარცვავს და ამბობს, ეს ცოდვა არ არისო,+ დამაქცევლის თანამზრახველია.+ 25  ხარბი* შუღლს აღვივებს,იეჰოვაზე მინდობილი კი აშენდება.+ 26  საკუთარ თავზე დაიმედებული უგუნურია,+სიბრძნით მავალი კი გადარჩება.+ 27  ვინც ღარიბს ეხმარება, არაფერი მოაკლდება,+ხოლო ვინც მას თვალს არიდებს, დაწყევლილი იქნება. 28  როცა ძალაუფლება ბოროტთა ხელშია, ხალხი იმალება,ხოლო ბოროტთა დაღუპვისას მართლები მრავლდებიან.+

სქოლიოები

სხვაგვარად — „ხარბი“.
ან შესაძლოა: „ქედმაღალი“.