იგავები 25:1—28

  • „საიდუმლოს ნუ გაამჟღავნებ“ (9).

  • დროულად ნათქვამი სიტყვის ფასი (11).

  • ხშირად ნუ ივლი მოძმის სახლში (17).

  • მტრის თავზე ნაკვერჩხლის დაგროვება (21, 22).

  • კარგი ამბავი ცივი წყალივითაა (25).

25  ესეც სოლომონის იგავებია,+ რომლებიც იუდას მეფე ხიზკიას+ კაცებმა გადაწერეს:  2  ღვთის დიდება საქმის გაუმჟღავნებლობაა,+მეფეთა დიდება კი — საქმის გამოკვლევა.  3  მეფის გულიც ისეთივე გამოუკვლეველია,როგორც ცის სიმაღლე და დედამიწის სიღრმე.  4  მოაშორე ვერცხლს ხენჯიდა გასუფთავდება.+  5  მოაშორე მეფეს ბოროტი ხალხიდა მისი ტახტი სიმართლით განმტკიცდება.+  6  მეფის წინაშე ნუ განიდიდებ თავს+და დიდებულთა შორის ნუ დადგები;+  7  უმჯობესია, გითხრას, აქ მოდიო, ვიდრე დიდებულთა თვალწინ დაგამციროს.+  8  ნაჩქარევად ნუ უჩივლებ მოძმეს სასამართლოში;მან რომ დაგამციროს, მერე რაღას იზამ?!+  9  განიხილე საქმე შენს მოძმესთან,+ოღონდ საიდუმლოს ნუ გაამჟღავნებ,+ 10  რათა არ შეგარცხვინოს მან, ვინც გისმენს;შენ მიერ გავრცელებულ ხმებს ვეღარ შეაკავებ. 11  დროულად ნათქვამი სიტყვაოქროს ვაშლებს ჰგავს ვერცხლის ლანგარზე.+ 12  დამჯერი კაცისთვის ბრძენის შეგონებაოქროს საყურესავით და ბაჯაღლოს სამკაულივითაა.+ 13  როგორც თოვლის სიცივე მკის დროს,ისეა ერთგული დესპანიც მისი წარმგზავნელისთვის,თავის ბატონს გულს რომ უხალისებს.+ 14  რაღა ქარი და ღრუბელი, წვიმა რომ ვერ მოჰყავს,და რაღა კაცი, რომელიც ტრაბახობს, საჩუქარს ვაჩუქებო, მაგრამ არ ჩუქნის.+ 15  მომთმენი კაცი მეთაურს დაიყოლიებს,ტკბილი ენა კი ძვალს გადატეხს.+ 16  თუ თაფლს მიაგნებ, იმდენი ჭამე, რომ შეგერგოს,მეტი რომ არ მოგივიდეს და არ ამოარწყიო.+ 17  ხშირად ნუ ივლი მოძმის სახლში,თავი რომ არ მოაბეზრო და არ შესძულდე. 18  მოძმის წინააღმდეგ ცრუმოწმედ გამოსული კაციხელკეტს, მახვილსა და წვერწამახულ ისარს ჰგავს.+ 19  რაღა მოტეხილი კბილი და ნატკენი ფეხიდა რაღა გასაჭირში არასაიმედო* კაცზე დაიმედება. 20  გინდ ტანსაცმელი გაგიხდია სიცივეში,გინდ ძმარი დაგისხამს ტუტეზე*და გინდ გულდამძიმებულისთვის გიმღერია.+ 21  თუ შენი მტერი მშიერია, დააპურე,და, თუ სწყურია, დაალევინე,+ 22  რადგან ამით ნაკვერჩხალს დააგროვებ მის თავზე*+და იეჰოვა დაგაჯილდოებს. 23  ჩრდილოეთის ქარს თავსხმა მოჰყვება,ჭორაობას კი — ბრაზი.+ 24  ბანის კუთხეში ცხოვრება სჯობიაანჩხლ ცოლთან ერთ ჭერქვეშ ცხოვრებას.+ 25  როგორც ცივი წყალი დაღლილი კაცისთვის,ისეა შორეული ქვეყნიდან მოტანილი კარგი ამბავი.+ 26  რაღა ამღვრეული წყარო და დანგრეული ჭადა რაღა მართალი, ბოროტს რომ ნებდება. 27  ბევრი თაფლის ჭამა არ არის კარგი;+არც ის ვარგა, კაცი საკუთარ დიდებას რომ ეძებს.+ 28  რაღა გალავანმორღვეული ქალაქიდა რაღა თავშეუკავებელი კაცი.+

სქოლიოები

ან შესაძლოა: „ვერაგ“.
იგივე სოდა.
იგულისხმება გულის მოლბობა.