იგავები 20:1—30

  • „ღვინო დამცინავია“ (1).

  • „ზარმაცი ზამთარში არ ხნავს“ (4).

  • „კაცის გულის ზრახვა ღრმა წყალია“ (5).

  • აღთქმას ნაჩქარევად ნუ დადებ (25).

  • „ჭაბუკთა დიდება მათი ძალაა“ (29).

20  ღვინო დამცინავია,+ მათრობელი სასმელი —თავშეუკავებელი;+ ვინც მათ გამო გზას ასცდა, უგუნურია.+  2  მეფის მრისხანება ლომის ბრდღვინვასავითაა;+ვინც მას განარისხებს, სიცოცხლეს საფრთხეში იგდებს.+  3  დავისგან თავის შეკავება ღირსეული საქციელია,+უგუნური კი დავაში ებმება.+  4  ზარმაცი ზამთარში არ ხნავს,მკის დროს კი, როცა არაფერი ექნება, მათხოვრობას დაიწყებს*.+  5  კაცის გულის ზრახვა ღრმა წყალია,გამჭრიახი კაცი ამოხაპავს მას.  6  თავის სიკეთეზე* ბევრი ლაპარაკობს,მაგრამ ერთგულ კაცს სად ნახავ?!  7  მართალი უმწიკვლოდ* დადის;+ ბედნიერნი არიან მისი შვილები.+  8  როცა მეფე სასამართლო ტახტზე ზის,+თვალებით ჭვრეტს ყოველგვარ ბოროტებას.+  9  ვინ იტყვის, გული გავისუფთავე+და ცოდვილი აღარ ვარო?!+ 10  სძულს იეჰოვას არაზუსტი საწონიცდა მატყუარა საწყაოც.+ 11  ბავშვის საქციელიდანაც კი ჩანს,წრფელი და მართალია თუ არა იგი.+ 12  ყურს ესმის და თვალი ხედავს;ერთიცა და მეორეც იეჰოვას შექმნილია.+ 13  ძილი ნუ გეყვარება, თორემ გაღარიბდები.+ გაახილე თვალები და პურით დანაყრდები.+ 14  არ ვარგა, არ ვარგაო, ამბობს მყიდველი;შემდეგ წავა და ტრაბახს მოჰყვება.+ 15  ოქროც არსებობს და მარჯანიც მრავლად არის,მაგრამ ცოდნით მეტყველ ბაგეებს ვერაფერი შეედრება.+ 16  აიღე მისი სამოსელი, ვინც უცხოს თავდებად დაუდგება;+გირაო იმ შემთხვევაშიც გამოართვი მას, თუ თავდებად უცხოელ ქალს დაუდგება.+ 17  კაცს ეგემრიელება მზაკვრობით შეძენილი პური,მაგრამ ბოლოს ღორღით გაევსება პირი.+ 18  რჩევის გარეშე გეგმები ჩაიშლება;+ბრძოლის წარმართვას ბრძნული რჩევა სჭირდება.+ 19  ცილისმწამებელი დადის და საიდუმლოს ამხელს;+ჭორიკანას ნუ გაეკარები. 20  დედ-მამის დამაწყევარსდაღამებისას ლამპარი ჩაუქრება.+ 21  სიხარბით მოხვეჭილი მემკვიდრეობაკურთხეული არ იქნება.+ 22  ნუ იტყვი, ბოროტებისთვის სამაგიეროს გადავუხდიო.+ იეჰოვას მიენდე+ და ის გადაგარჩენს.+ 23  არაზუსტი საწონი სძულს იეჰოვას;მატყუარა სასწორი არ ვარგა. 24  კაცის ნაბიჯებს იეჰოვა წარმართავს;+კაცი თავისით როგორ გაიგნებს გზას?! 25  კაცი, რომელიც ნაჩქარევად ამბობს, წმინდააო+ და აღთქმის დადების შემდეგ იწყებს ფიქრს, მახეში ებმება.+ 26  ბრძენი მეფე ბოროტებს ცხრილში ატარებს;+კევრს გადაატარებს მათ.+ 27  კაცის სუნთქვა იეჰოვას ლამპარია,რომელიც მის ბუნებას ააშკარავებს. 28  სიკეთე* და ერთგულება იცავს მეფეს;+ის თავის ტახტს სიკეთით* განამტკიცებს.+ 29  ჭაბუკთა დიდება მათი ძალაა,+მოხუცებულთა სიდიადე კი — ჭაღარა.+ 30  დაჟეჟილობა და ჭრილობა კაცისგან ბოროტებას დევნის+და ცემა წმენდს მის ბუნებას.

სქოლიოები

^ ან შესაძლოა: „მკის დროს კი ძებნას დაიწყებს, მაგრამ ვერაფერს იშოვის“.
^ ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
^ ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
^ ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).