იგავები 16:1—33
16 ადამიანი კი ფიქრობს,მაგრამ მისი პასუხი* იეჰოვასგანაა.+
2 კაცს ყველა გზა სწორი ეჩვენება,+გულის ზრახვებს კი იეჰოვა ამოწმებს.+
3 ყველა შენი საქმე იეჰოვას მიანდე+და შენი გეგმები წარმატებული იქნება.
4 იეჰოვა ყველაფერს იმისთვის აკეთებს,რომ საკუთარი განზრახვა შეასრულოს
და ბოროტი უბედურების დღეს გაანადგუროს.+
5 ამაყი გულის ადამიანი სძულს იეჰოვას.+
ის სასჯელს ვერასგზით ვერ გაექცევა.
6 კაცს დანაშაული სიკეთითა* და ერთგულებით ეპატიება;+იეჰოვას შიშით ზურგს შეაქცევს იგი ბოროტებას.+
7 თუ იეჰოვას კაცის გზა მოსწონს,მტერსაც კი მშვიდობიანად განაწყობს მისდამი.+
8 ჯობია, ცოტა გქონდეს და სიმართლით მოპოვებული,+ვიდრე — ბევრი და უკანონოდ მოხვეჭილი.+
9 კაცი თავის გულში გეგმებს სახავს,მის ნაბიჯებს კი იეჰოვა წარმართავს.+
10 მეფის ბაგე ღვთივშთაგონებულ გადაწყვეტილებას უნდა აცხადებდეს;+იგი სამართალს არასოდეს უნდა ამრუდებდეს.+
11 ზუსტი სასწორი იეჰოვასგანაა;აბგაში ჩაწყობილი საწონებიც მისი შექმნილია.+
12 ბოროტების ქმნა მეფისთვის საძულველია,+რადგან ტახტი სიმართლით განმტკიცდება.+
13 სიმართლის მეტყველი ბაგეები მეფისთვის მოსაწონია;
მას გულწრფელად მოუბარი უყვარს.+
14 მეფის რისხვა სიკვდილის მაცნესავითაა,+ბრძენი კი აცხრობს მას.+
15 ბედნიერად იცხოვრებს ის, ვის მიმართაც მეფე კეთილად განეწყობა;მისი კეთილგანწყობა იმ ღრუბელივითაა, გაზაფხულზე რომ აწვიმებს ხოლმე.+
16 ოქროს შეძენას სიბრძნის შეძენა ბევრად სჯობია;+
ვერცხლის შეძენას გონიერების შეძენა გერჩივნოს.+
17 მართალთა გზა ბოროტებას გვერდს უვლის;
ვინც თავის გზას უკვირდება, საკუთარ სიცოცხლეს იცავს.+
18 სიამაყე წინ უძღვის დაცემას,ამპარტავნობა — წაბორძიკებას.+
19 თავმდაბლობა და თვინიერებთან ყოფნა სჯობია+პატივმოყვარეებთან ნადავლის გაყოფას.
20 ვინც საქმეში გამჭრიახობას იჩენს, წარმატებას მიაღწევს;ბედნიერია ის, ვინც იეჰოვაზეა მინდობილი.
21 განსჯის უნარის მქონეზე იტყვიან, გონიერიაო;+ტკბილი საუბარი კაცს დამაჯერებლობას მატებს.+
22 გამჭრიახობა სიცოცხლის წყაროა მისი მფლობელისთვის,ხოლო უგუნურები თავიანთივე უგუნურებით ისჯებიან.
23 სიბრძნე კაცის ბაგეს გამჭრიახობას სძენს,+მის საუბარს კი დამაჯერებლობას მატებს.
24 სასიამოვნო სიტყვები ფიჭასავითაა,სულს ატკბობს და ძვლებს კურნავს.+
25 არის გზა, რომელიც კაცს სწორი ჰგონია,მისი ბოლო კი სიკვდილია.+
26 კაცს მადა* აიძულებს, რომ გაისარჯოს;მუშაობისკენ მას შიმშილი უბიძგებს.+
27 უვარგისი კაცი ბოროტებას იზრახავს,+მისი ბაგეები მოგიზგიზე ცეცხლივითაა.+
28 ვინც ხრიკებს აწყობს, შუღლს თესავს;+ცილისმწამებელი მეგობრებს აშორებს.+
29 მოძალადე მოძმეს აცდუნებსდა მცდარი გზით წაიყვანს;
30 ვისაც თვალს უკრავს, ხრიკებს უწყობს;
ტუჩებს რომ კუმავს, სისრულეში მოჰყავს მავნე განზრახვა.
31 ჭაღარა სილამაზის გვირგვინია,+როცა სიმართლის გზაზე იპოვება.+
32 მშვიდი*+ კაცი ძლიერს სჯობია,თავშეკავებული — ქალაქის დამპყრობელს.+
33 კენჭს ყრიან კალთაში+და ასე მიღებული ყოველი გადაწყვეტილება იეჰოვასგანაა.+
სქოლიოები
^ სხვაგვარად — „სწორი პასუხი“.
^ ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
^ ებრ. „ნეფეშ“. იხ. „სული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
^ სხვაგვარად — „ვინც ადვილად არ რისხდება“.

