იგავები 14:1—35

  • „მხოლოდ გულმა უწყის თავისი საწუხარი“ (10).

  • გზა, რომელიც სწორი ჩანს, შესაძლოა დამღუპველი იყოს (12).

  • „გულუბრყვილოს ყველა სიტყვისა სჯერა“ (15).

  • მდიდარს ბევრი უმეგობრდება (20).

  • „მშვიდი გული სხეულის სიცოცხლეა“ (30).

14  ბრძენი ქალი თავის სახლს აშენებს,+უგუნური კი საკუთარი ხელით ანგრევს.  2  სიმართლით მავალი იეჰოვას მოშიშია,უკუღმართი კი არაფრად აგდებს მას.  3  უგუნურის ამპარტავნული სიტყვები როზგივითაა,ბრძენს კი თავისივე ბაგეები დაიცავს.  4  სადაც საქონელი არ არის, იქ ბაგაც სუფთაა,მაგრამ უხვ მოსავალს ხარის ძალის გარეშე ვერ მოიყვან.  5  პატიოსანი მოწმე ტყუილს არ იტყვის,ცრუმოწმე კი სიცრუეს აფრქვევს.+  6  დამცინავი სიბრძნის შეძენას ცდილობს, მაგრამ ამაოდ,გონიერს კი ცოდნის მიღება უადვილდება.+  7  ჩამოშორდი სულელ კაცს,რადგან მის ბაგეზე ცოდნა არ იპოვება.+  8  წინდახედული სიბრძნის წყალობით ხედავს, რა გზას ადგას,სულელი კი თავისი უგუნურებით ტყუვდება*.+  9  უგუნურს დანაშაული სიცილად არ ჰყოფნის,+მართალი კი შერიგებისკენ ისწრაფვის. 10  მხოლოდ გულმა უწყის თავისი საწუხარი;მის სიხარულს უცხო ვერ გაიზიარებს. 11  ბოროტთა სახლი დაიქცევა,+მართალთა კარავი კი აყვავდება. 12  არის გზა, რომელიც კაცს სწორი ჰგონია,+მისი ბოლო კი სიკვდილია.+ 13  კაცს სიცილის დროსაც კი შეიძლება სტკიოდეს გული;მხიარულება შესაძლოა მწუხარებით დასრულდეს. 14  ჯიუტი კაცი თავისი გზის ნაყოფს მოიმკის,+კარგი ადამიანი კი — თავისი საქმეების ნაყოფს.+ 15  გულუბრყვილოს* ყველა სიტყვისა სჯერა,წინდახედული კი აკვირდება თავის ნაბიჯებს.+ 16  ბრძენი ფრთხილობს და ბოროტებას ზურგს აქცევს,უგუნური კი თავდაჯერებული და თავზე ხელაღებულია. 17  ვინც სწრაფად რისხდება, უგუნურად იქცევა;+ჭკვიანი კაცი მოძულებულია. 18  გულუბრყვილო უგუნურად მოიქცევა,წინდახედულს კი ცოდნის გვირგვინი ადგას.+ 19  უკეთურნი კეთილთა წინაშე მოიხრიან ქედს,ბოროტები — მართალთა კარიბჭეებთან. 20  ღარიბი მოძმესაც კი სძულს,+მდიდარს კი ბევრი უმეგობრდება.+ 21  ვისაც თავისი მოძმე სძულს, სცოდავს,ხოლო ვინც ჩაგრულს სწყალობს, ბედნიერია.+ 22  ავისმზრახველთ გზა-კვალი ერევათ, კეთილისმყოფელთ კი სიყვარული* და ერთგულება არ მოაკლდებათ.+ 23  ყოველგვარი შრომა სასარგებლოა,ლაყბობას კი სიდუხჭირე მოაქვს.+ 24  ბრძენის გვირგვინი მისი სიმდიდრეა,უგუნური კი უგუნურად დარჩება.+ 25  პატიოსანი მოწმე კაცს გადაარჩენს,ცრუმოწმე კი სიცრუეს აფრქვევს. 26  იეჰოვას მოშიში კაცი ბოლომდე მას ენდობა,+ღვთის შიში თავშესაფარი იქნება მისი შვილებისთვის.+ 27  იეჰოვას შიში სიცოცხლის წყაროა;ის კაცს სიკვდილის მახეს არიდებს. 28  ხალხის სიმრავლე მეფის მშვენებაა,+ხალხის გარეშე დარჩენილი მმართველი დაღუპულია. 29  ვინც ადვილად არ რისხდება, გამჭრიახია,+მოუთმენელი კი უგუნურია.+ 30  მშვიდი გული სხეულის სიცოცხლეა,შური კი — ძვლების ლპობა.+ 31  ვინც საწყალს რაიმეს გამოსტყუებს, მის შემოქმედს შეურაცხყოფს,+ხოლო ვინც ღარიბს სწყალობს, ღმერთს განადიდებს.+ 32  ბოროტს თავისივე ბოროტება დაღუპავს,მართალი კი თავის სიმართლეს* შეაფარებს თავს.+ 33  გონიერს სიბრძნე გულში აქვს,+ვინც ცდილობს სხვას თავი ბრძენად მოაჩვენოს, სულელია. 34  სიმართლე ერს ააღორძინებს,+ცოდვა კი ხალხს დაამცირებს. 35  გამჭრიახი მსახური მეფის წყალობას პოვებს,+სამარცხვინოდ მოქმედი კი მის რისხვას დაიტეხს.+

სქოლიოები

ან შესაძლოა: „სულელი კი სხვას ატყუებს“.
სხვაგვარად — „გამოუცდელს“.
ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).