ესაია 64:1—12

  • გრძელდება სინანულის ლოცვა (1—12).

    • იეჰოვაა ჩვენი მეთუნე (8).

64  ნეტავ უმალ ცა გაგერღვია და დაბლა ჩამოსულიყავი,რომ შეძრულიყო მთები შენ გამო,  2  ნეტავ ცეცხლივით ჩამოსულიყავი, ფიჩხს რომ ეკიდებადა წყალს ადუღებს,მაშინ შენს სახელს გაიგებდნენ შენი მოწინააღმდეგეებიდა შენ წინაშე აკანკალდებოდნენ ხალხები!  3  როცა შიშის მომგვრელ საქმეებს ახდენდი, რაზეც ვერც კი ვიოცნებებდით,+დაბლა ჩამოდიოდი და იძვროდნენ მთები შენ გამო.+  4  ძველთაგან არავის სმენია, ყური არავის მოუკრავსდა თვალს არ უნახავს ღმერთი შენ გარდა,რომელიც თავის მომლოდინეთა სასიკეთოდ იღვწის.+  5  შენ ეგებები მას, ვინც სიხარულით იქმს სიმართლეს,+ვისაც ახსოვხარ და ვინც შენს გზებს მიჰყვება. განგარისხეთ, რადგან დიდი ხანია, ვცოდავთ;+რაღა გადაგვარჩენს?!  6  უწმინდურივით გავხდით ყველანიდა ჩვენი სიმართლე ყოველთვიური სისხლდენით დასვრილ ნაჭერს დაემსგავსა.+ ფოთლებივით დავჭკნებით ყველანიდა ქარივით წაგვიღებს ჩვენი დანაშაული.  7  არავინ უხმობს შენს სახელს,თავს არ იწუხებენ, რომ ჩაგეჭიდონ,რადგან პირი მოგვარიდე+და ჩვენივე დანაშაულის მსხვერპლად გვაქციე.  8  იეჰოვა, შენ ჩვენი მამა ხარ!+ ჩვენ თიხა ვართ, შენ კი — მეთუნე.+ყველანი შენი ნახელავი ვართ.  9  ძლიერ ნუ განგვირისხდები, იეჰოვა,+და სამუდამოდ ნუ გაგვიხსენებ დანაშაულს! გთხოვთ, შემოგვხედე, ჩვენ ხომ შენი ხალხი ვართ! 10  უდაბნოდ იქცა შენი წმინდა ქალაქები. უდაბნოდ იქცა სიონი,გაპარტახდა იერუსალიმი.+ 11  ჩვენი წმინდა და დიდებული ტაძარი,სადაც ჩვენი მამა-პაპა ქებას გიძღვნიდა,ცეცხლმა შთანთქა;+თუკი რამ ძვირფასი იყო ჩვენთვის, ნანგრევებად იქცა. 12  ამის შემხედვარე, ნუთუ კვლავ არაფერს მოიმოქმედებ, იეჰოვა?! მდუმარედ დააკვირდები ჩვენს ასეთ ჩაგვრას?!+

სქოლიოები