ესაია 57:1—21

  • მართლებისა და ერთგულების დაღუპვა (1, 2).

  • ისრაელი სულიერ მეძაობაშია მხილებული (3—13).

  • ჩაგრულთა ნუგეში (14—21).

    • ბოროტები აღელვებულ ზღვას ჰგვანან (20).

    • „არ არის მშვიდობა ბოროტთათვის“ (21).

57  იღუპება მართალი,მაგრამ ეს გულთან არავის მიაქვს. წაყვანილნი არიან* ერთგულები,+და ვერავინ ხვდება, რომ უბედურების გამო*არიან წაყვანილნი მართალნი.  2  ის მშვიდობას პოვებს; სარეცელზე* განისვენებენ სწორის მოქმედნი.  3  «თქვენ კი ახლოს მოდით,გრძნეული ქალის ვაჟებო,მრუშისა და მეძავის შვილებო!  4  ვის დასცინით?! ვის წინააღმდეგ აღებთ ფართოდ პირს და ვის უყოფთ ენას?! განა ცოდვის შვილები არა ხართ,სიცრუის შვილები,+  5  ვნება რომ აგშლიათ დიდ ხეებს შორის,+ყოველი ფოთოლხშირი ხის ქვეშ,+და შვილებს ხოცავთ ხევებში,+კლდეთა ნაპრალებში?!  6  ხევის სიპ ქვებთან გაქვს წილი,+ ეს არის შენი ხვედრი. მათვე უღვრი დასაღვრელ შესაწირავს და მათთვის მიგაქვს ძღვენი.+ განა კმაყოფილი ვიქნები ყოველივე ამით?!  7  დიდ და მაღალ მთაზე დაიდგი საწოლი+და იქ ადიოდი მსხვერპლის შესაწირავად.+  8  კარისა და წირთხლის უკან დადგი შენი სამახსოვრო ნიშანი*. მიმატოვე და გაშიშვლდი;ზემოთ ახვედი და გაიფართოვე საწოლი. შეთანხმება დაუდე მათ, მათი საწოლი შეიყვარე+და მამაკაცის ასოს შეჰყურებდი*.  9  მელექთან* ჩადიოდი ზეთითდა უხვი ნელსაცხებლებით. შორს აგზავნიდი შენს დესპანებს,ამიტომაც სამარემდე* დაეშვი. 10  ირჯებოდი შენს მრავალ გზაზე,მაგრამ არ გითქვამს, აზრი არა აქვსო! შენ კვლავაც განიახლე ძალა, ამიტომაც არ დაქანცულხარ. 11  ვინ შეგაშინა და ვინ შეგაძრწუნა,ტყუილების თქმა რომ დაიწყე?+ არ გახსოვდი+ და გულთან არაფერს იკარებდი.+ რაკი ვდუმდი და შენს საქმეებს ვმალავდი,+ არ გეშინოდა ჩემი. 12  სააშკარაოზე გამოვიტან შენს „სიმართლეს“+ და შენს საქმეებს,+და ვერაფერს გარგებენ ისინი.+ 13  შველას შესთხოვ,მაგრამ ვერ გიშველიან ნაგროვები კერპები.+ ქარი გახვეტს მათ, ნიავიც კი წაიღებს,მაგრამ ვინც მე შემაფარებს თავს, დაიმკვიდრებს ამ მიწასდა ჩემს წმინდა მთას დაეუფლება.+ 14  იტყვიან: „გზა გაიყვანეთ, გზა გაიყვანეთ! მოამზადეთ გზა!+ ჩამოაცილეთ ყველანაირი დაბრკოლება ჩემს ხალხს გზიდან!“» 15  აი, რას ამბობს ამაღლებული და აღმატებული,რომელიც მარადიულად ცოცხლობს+ და რომლის სახელიც წმინდაა:+ „მაღალ და წმინდა ადგილას ვმკვიდრობ,+მაგრამ ჩაგრულებთან და თავმდაბლებთანაც ვარ, რომ გამოვაცოცხლო თავმდაბალთა სულებიდა ჩაგრულთა გულები.+ 16  მარადიულად არ დავდებ ბრალს,არც სამუდამოდ ვიქნები განრისხებული,+რადგან ჩემ გამო დაუძლურდება ადამიანის სული,+დაუძლურდება ჩემი შექმნილი ყოველი სულდგმული. 17  განმარისხა მისმა ცოდვამ, უკანონო შემოსავალს რომ იყო დახარბებული,+ამიტომაც დავსაჯე ის, განვურისხდი და პირი მოვარიდე; მაგრამ ის კვლავ განდგომილივით+ თავისი გულის კარნახით დადიოდა. 18  მე დავინახე მისი გზები,მაგრამ განვკურნავ+ და წავუძღვები,+ვანუგეშებ მას+ და მის მგლოვიარეებს.+ 19  ავამეტყველებ მათ ჩემ საქებრად. ულევ მშვიდობას მივცემ შორს მყოფსაც და ახლო მყოფსაც;+ მე განვკურნავ მას, — ამბობს იეჰოვა. — 20  ბოროტები აღელვებულ ზღვასავით არიან, რომელიც ვერ წყნარდებადა რომლის ზვირთებიც წყალმცენარეებსა და ტალახს ისვრის. 21  არ არის მშვიდობა ბოროტთათვის“,+ — ამბობს ჩემი ღმერთი.

სქოლიოები

იგულისხმება სიკვდილი.
ან შესაძლოა: „უბედურებისგან“.
იგულისხმება სამარე.
შესაძლოა იგულისხმება კერპი.
შესაძლოა იგულისხმებოდეს ფალოსის კულტი.
ან შესაძლოა: „მეფესთან“.
ებრ. „შეოლ“. იხ. „სამარე“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).