ესაია 51:1—23

  • სიონი ედემის ბაღს დაემსგავსება (1—8).

  • სიონს ანუგეშებს მისი ძლევამოსილი შემოქმედი (9—16).

  • იეჰოვას რისხვის სასმისი (17—23).

51  „მისმინეთ, თქვენ, ვინც სიმართლეს ესწრაფვით,ვინც იეჰოვას ეძებთ! შეხედეთ კლდეს, რომლისგანაც ხართ გამოკვეთილნიდა სამტეხლოს, სადაც ხართ მოპოვებულნი.   შეხედეთ მამათქვენ აბრაამსდა თქვენს მშობელ სარას.+ აბრაამი მარტო იყო, როცა მოვუხმე,+ვაკურთხე და გავამრავლე.+   იეჰოვა ანუგეშებს სიონს;+ ნუგეშს მოჰგვრის ყველა მის ნანგრევს,+მის უდაბნოს ედემს+ დაამსგავსებსდა უკაცრიელ ველს — იეჰოვას ბაღს.+სიხარული და მხიარულება იქნება იქ, სამადლობელი და საამური სიმღერის ხმა.+   მისმინე, ჩემო ხალხო,ყური დამიგდე, ჩემო ერო,+ რადგან ჩემგან გამოვა კანონი+და ჩემს სამართალს სინათლედ მოვუვლენ ხალხებს.+   მალე აღვასრულებ სამართალს.+ მოგევლინებით მხსნელად,+ჩემი მკლავით გავასამართლებ ხალხებს.+ ჩემი იმედი ექნებათ კუნძულებს+და ჩემს მკლავს დაელოდებიან.   ზეცად აღაპყარით თვალები,დახედეთ მიწას! კვამლივით გაიფანტება ზეცა;სამოსელივით გაცვდება დედამიწადა ქინქლებივით დაიხოცებიან მისი მკვიდრნი, მე კი მარადიულად დაგიხსნით+და ჩემი სიმართლე არ შეირყევა.+   მისმინეთ, სიმართლის მცოდნენო,ხალხო, რომელთაც გულში გაქვთ ჩემი კანონი!+ ნუ შეგაშინებთ მოკვდავთა დაცინვადა თავზარს ნუ დაგცემთ მათი შეურაცხყოფა;   რადგან ტანსაცმელივით შეჭამს მათ ჩრჩილი,შალივით მოუღებს მათ ბოლოს ჩრჩილის მატლი.+ ჩემი სიმართლე კი მარადიულად იქნებადა ვიქნები მხსნელი თაობიდან თაობაში!“+   გამოიღვიძე, გამოიღვიძე, ძალა მოიკრიბე,იეჰოვას მკლავო!+ ისე გამოიღვიძე, როგორც დიდი ხნის წინათ, წინანდელ თაობებში! განა შენ არ დაანაკუწე რახაბი*?!+განა შენ არ განგმირე ზღვის ურჩხული?!+ 10  განა შენ არ ამოაშრე ზღვა, ღრმა წყალი?!+ განა შენ არ აქციე ზღვის სიღრმეები გზად გამოსყიდულთა გასატარებლად?!+ 11  დაბრუნდებიან იეჰოვას მიერ გამოსყიდულნი+ და მხიარული შეძახილით მივლენ სიონში.+ მარადიული სიხარული იქნება მათი გვირგვინი;+გაიხარებენ და იმხიარულებენ,გაქრება მწუხარება და ოხვრა.+ 12  „მე განუგეშებთ თქვენ.+ რატომ უნდა გეშინოდეს კაცისა, რომელიც კვდება+და ადამიანის ძისა, რომელიც მწვანე ბალახივით ხმება?! 13  რატომ დაივიწყე იეჰოვა, შენი შემოქმედი,+ცის გადამჭიმავი+ და დედამიწისთვის საძირკვლის ჩამყრელი?! მთელი დღე მჩაგვრელის რისხვისა გეშინოდა, თითქოს მას შენი განადგურება შეეძლო.სადაა ახლა მჩაგვრელის რისხვა?! 14  ჯაჭვებისგან წელში მოხრილი მალე გათავისუფლდება,+არ მოკვდება და არ ჩავა საფლავში,არც პური მოაკლდება. 15  მე ვარ იეჰოვა, შენი ღმერთი,რომელიც აღელვებს ზღვას და აბობოქრებს მის ტალღებს;+ლაშქართა ღმერთი იეჰოვაა ჩემი სახელი.+ 16  ბაგეზე დაგიდებ ჩემს სიტყვებსდა ჩემი ხელის ჩრდილს შეგაფარებ,+რათა დავაფუძნო ზეცა, საძირკველი ჩავუყარო დედამიწას+და ვუთხრა სიონს, ჩემი ხალხი ხარ-მეთქი.+ 17  გამოიღვიძე, გამოიღვიძე, ადექი, იერუსალიმო,+რომელსაც იეჰოვამ თავისი ხელით შეგასვა რისხვის სასმისი! შენ შესვი თასი,გამოცალე თავბრუდამხვევი სასმისი.+ 18  არავინ არის მისი გამძღოლი მის მიერ ნაშობ ვაჟებს შორისდა არავინ არის მისთვის ხელის ჩამჭიდებელი მის მიერ აღზრდილ ვაჟთა შორის. 19  ეს ორი რამ დაგატყდა თავს: მოსპობა და განადგურება, შიმშილი და მახვილი!+ ვინ თანაგიგრძნობს?! ვინ განუგეშებს?!+ 20  შენს ვაჟებს გული წასვლიათ,+ბადეში გაბმული გარეული ცხვრებივით წვანან ისინი ყველა ქუჩის თავში; სრულად იგემეს იეჰოვას რისხვა, გაკიცხვა შენი ღვთისაგან“. 21  ამიტომ ისმინე ეს,ჩაგრულო და უღვინოდ დამთვრალო ქალო! 22  აი, რას ამბობს შენი უფალი იეჰოვა, შენი ღმერთი, თავისი ხალხის ქომაგი: „აი, ხელიდან გამოგართმევ თავბრუდამხვევ სასმისს;+მეტად აღარ შესვამ თასიდან,ჩემი რისხვის სასმისიდან.+ 23  მივცემ მას ხელში შენს მტანჯველთ,+რომლებიც გეუბნებოდნენ, დაემხვე, რომ გადაგიაროთო! შენც სავალ გზად უქციე შენი ზურგი, დააბიჯებდნენ მასზე, როგორც ქუჩაში“.